მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 18:22

21. ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია.22. გაბრუნდნენ კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს, აბრაამი კი კვლავ იდგა უფლის წინაშე.23. მიეახლა აბრაამი და უთხრა: ნუთუ მართალ კაცს ბოროტეულთან ერთად დაღუპავ?
დაბადება თავი 18
22. გაბრუნდნენ კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს, აბრაამი კი კვლავ იდგა უფლის წინაშე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 42. „აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა" (დაბ 18:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. აბრაამის შუამდგომლობა სოდომისთვის (18:22-31):

...წაყენება მოინდომებდნენ, ამხელდა მათ სიმსუბუქეს და სათნოების დიდ ნაკლებობას. და, ალბათ, არამხოლოდ ამისთვის მოიქცა ასე, არამედ იმისთვისაც, რომ მართალს შემთხვევა მისცა, ეჩვენებინა თანალმობა და სიყვარულის ძალა მის სულში. ამრიგად, ანგელოზები, როგორც ზემოთ ითქვა, სოდომში წავიდნენ; ხოლო მამამთავარი უფლის წინაშე იდგა (). „და მიეახლა, — ნათქვამია, — აბრაჰამ და ჰრქუა: ნუ თანა წარსწყმედ მართალსა უღმრთოთა თანა და იყოს მართალი, ვითარცა უღმრთოჲ" ()? ოჰ, მართლის კადნიერება! ან უკეთესი — ოჰ, სულის თანალმობა! ის, თანალმობის სიჭარბით, თითქოს თავადაც კი ვერ აცნობიერებს, რას ამბობს. და საღვთო წერილი, გვიჩვენებს რა, რომ ის თავის შუამდგომლობას დიდი შიშითა და ძრწოლით იყენებდა, ამბობს: „მიეახლა აბრაჰამ და ჰრქუა: ნუ თანა წარსწყმედ მართალსა უღმრთოთა თანა". რას აკეთებ, ნეტარო მამამთავარიო? ნუთუ უფალს შენი შუამდგომლობა ესაჭიროება, რომ ეს არ გააკეთოს? მაგრამ ნუ ვიფიქრებთ ასე. სინამდვილეში, აბრაამი ასე არ ამბობს, თითქოს უფალს მართლაც ამის გაკეთება სურდეს; მაგრამ, რადგან ვერ ბედავდა პირდაპირ ძმისწულზე ელაპარაკა, საერთო მოვედრება წარმოადგინა ყველასთვის, იმ სურვილით, რომ დანარჩენებთან ერთად ისიც ეხსნა, და, ამასთა...

სრულად ნახვა