მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 18:23

22. გაბრუნდნენ კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს, აბრაამი კი კვლავ იდგა უფლის წინაშე.23. მიეახლა აბრაამი და უთხრა: ნუთუ მართალ კაცს ბოროტეულთან ერთად დაღუპავ?24. იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან?
დაბადება თავი 18
23. მიეახლა აბრაამი და უთხრა: ნუთუ მართალ კაცს ბოროტეულთან ერთად დაღუპავ?
საუბარი 42. „აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა" (დაბ 18:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. აბრაამის შუამდგომლობა სოდომისთვის (18:22-31):

ხედავ სათნოების სრულყოფილებას? დავითი არამხოლოდ არ იღებდა იმას, რასაც სხვებზე ეუბნებოდნენ, არამედ იმასაც განდევნიდა, ვინც ძმის ცილისწამებას ცდილობდა. მაშ, თუ ჩვენც გვსურს ცოდვები შევამციროთ, ყველაზე მეტად იმაზე ვიზრუნოთ, რომ ძმებს არ გავიკითხავთ, ხოლო მათზე ცილისმწამებლებს ჩვენთან არ მივუშვებთ, ან კიდევ უკეთესი — წინასწარმეტყველის მაგალითით, ჩვენგან განვდევნით და სრულიად ზურგს შევაქცევთ. იგივეს, ვფიქრობ, გამოხატავს წინასწარმეტყველი მოსეც, სიტყვებით: „არა შეიწყნარით სასმენელი ამაო". ამიტომაც ახლანდელ შემთხვევაში ჩვენი სულების სასარგებლოდ ყველაფრის მეუფემ ასეთი გრძნობად-ხატოვანი გამოთქმა გამოიყენა და ბრძანა: „გარდავიდე... ვიხილო". სხვა როგორ? ნუთუ არ იცოდა? ნუთუ ცოდვათა მთელი სიმრავლე არ ეცოდინებოდა? ნუთუ არ ესმოდა ცოდვაში ჩაცვენილთა სრული გამოუსწორებლობა? მაგრამ ის ისეთ სულგრძელობას ავლენდა, თითქოს წინასწარ თავს იმართლებდა მათ წინაშე, ვისაც შემდგომ თავხედურად ბრალის წაყენება მოინდომებდნენ, ამხელდა მათ სიმსუბუქეს და სათნოების დიდ ნაკლებობას. და, ალბათ, არამხოლოდ ამისთვის მოიქცა ასე, არამედ იმისთვისაც, რომ მართალს შემთხვევა...

სრულად ნახვა
საუბარი 44. „ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად" (დაბ 19:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. აბრაამის შუამდგომლობა და სოდომის დაქცევა (19:27–29):

...სა მას უფლისა მიერ ქალაქებისა მის სანახებისასა მოეჴსენა ღმერთსა აბრაჰამ და გამოიყუანა ლოთ შორის დაქცევისა მის"** (). რას ნიშნავს „მოეჴსენა ღმერთსა აბრაჰამ"? იგულისხმება ის შუამდგომლობა, რომელიც სიტყვებით გამოთქვა: „ნუ თანა წარსწყმედ მართალსა უღმრთოთა თანა" (). მაგრამ როგორ, იკითხავს ვინმე, მართალი ლოტი მამამთავრის შუამდგომლობით გადარჩა და არა საკუთარი სიმართლით? დიახ, მამამთავრის შუამდგომლობითაც. როცა ჩვენ თავად ვიმსახურებთ, მაშინ მართალთა შუამდგომლობაც დიდ სარგებელს მოგვიტანს. პირიქით, თუ თავად ვდაუდევრობთ და ცხონების მთელ იმედს მხოლოდ მართლებზე ვამყარებთ, ამისგან ჩვენთვის უკეთესი არ იქნება — არა იმიტომ, რომ მართლები უძლურნი არიან, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ საკუთარი დაუდევრობით ვღუპავთ თავს.

2. შუამდგომლობა და პირადი მოვალეობა

და, რათა იცოდე, რომ როცა თავად ვუდარდელობთ, თუნდაც მართლები ან წინასწარმეტყველები იყვნენ ჩვენი შუამდგომლები, ამისგან ჩვენთვის არანაირი სარგებელი არ არის (მათი სათნოება, რასაკვირველია, ამ შემთხვევაშიც გამოჩნდება, მაგრამ ჩვენთვის ამისგან სარგებელი არ იქნება ჩვენი ცუდი ცხოვრების გამო), — აი, მოისმინე, რას ეუბნება ყოვლის მეუფე დედის მუცლიდან განწმენდილ წინასწ...

სრულად ნახვა