მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 18:3

2. თვალი აახილა და ხედავს, სამი კაცი დგას მის შორიახლო; დაინახა და გაიქცა კარვის კარიდან მათ მისაგებებლად და დაბლად თაყვანისცა.3. უთხრა: ბატონო, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენი მორჩილის კარს.4. მცირეოდენ წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ, მერე მოისვენეთ ხის ჩრდილში.
დაბადება თავი 18
3. უთხრა: ბატონო, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენი მორჩილის კარს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 42. „აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა" (დაბ 18:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. აბრაამის შუამდგომლობა სოდომისთვის (18:22-31):

...ყმიდო ორმეოცთათჳს"** (). შემდეგ, თითქოს ეშინია ღვთის გამოუთქმელი სულგრძელობის კვლავ გამოცდისა და შიშობს, რომ უკვე საზღვრებს გადამცდარი არ აღმოჩნდეს და შუამდგომლობაში დასაშვებ ზღვარს არ გასცდეს, ამბობს: „ნურას, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი-ღა: იპოვნენ თუ მუნ ოცდაათნი" ()? რადგან ხედავდა, რომ ღმერთი მოწყალებისკენ იხრება, უკვე თანდათანობით კი არ ამცირებდა, არამედ ხუთის ნაცვლად ათი ჩამოაკლო მართალთა რიცხვს, და ასე აგრძელებს შუამდგომლობას და ამბობს: „იპოვნენ თუ მუნ ოცდაათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო, უკუეთუ ვპოვო მუნ ოცდაათნი" (იქვე). შეხედე, რა დაჟინებულობაა მართალში! ის ისე გულმოდგინედ ზრუნავს სოდომელთა ხალხის გადარჩენაზე მოსალოდნელი სასჯელისგან, თითქოს თავად უნდა დაექვემდებაროს იმავე მსჯავრს. „და თქუა: ვინათგან მაქუს სიტყუად უფლისა მიმართ ჩემისა. უკუეთუ იყვნენ მუნ ოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცთათჳს" (). ყოველ სიტყვასა და გონებას აღემატება უფლის ასეთი სახიერება! ნუთუ ჩვენთაგანი ვინმე, უთვალავ ბოროტებათა შორის მცხოვრებთაგანი, თანასწორი ადამიანების განსჯისას ასეთ შეწყნარებასა და კაცთმოყვარეობას გამოიჩენდა?

5. მართალთა ძალა და სოდომის სას...

სრულად ნახვა