1.გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხნართან, როცა კარვის კართან იჯდა დღის პაპანაქებაში.2.თვალი აახილა და ხედავს, სამი კაცი დგას მის შორიახლო; დაინახა და გაიქცა კარვის კარიდან მათ მისაგებებლად და დაბლად თაყვანისცა.3.უთხრა: ბატონო, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენი მორჩილის კარს.4.მცირეოდენ წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ, მერე მოისვენეთ ხის ჩრდილში.5.პურს გამოგიტანთ, დანაყრდით, მერე კი წადით თქვენს გზაზე, რაკიღა თქვენი მორჩილის კარზე გამოიარეთ. მათ უთხრეს: გააკეთე, რასაც ამბობ.6.გაიქცა აბრაამი კარავში სარასთან და უთხრა: აბა, საჩქაროდ სამი სეა გამტკიცული ფქვილი მოზილე და ხმიადები დააცხვე.7.მერე საქონლისკენ გაიქცა აბრაამი, გამოიყვანა ჩვილი და საღი ხბო და მსახურ ბიჭს მისცა, მანაც სასწრაფოდ დაკლა იგი და გაამზადა.8.გამოიტანა ერბო და რძე, გამზადებული ხბოს ხორცი და წინ დაუწყო; ისინი ჭამდნენ, თავად კი ხის ძირას იდგა შორიახლო.9.უთხრეს: სად არის სარა, შენი ცოლი? უთხრა: აქ არის, კარავში.10.თქვა ერთმა: კიდევ მოვალ შენთან გაის ამ დროს, და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას, შენს ცოლს. სარა კარვის კარს უკან იდგა. ყველაფერი ესმოდა.11.მოხუცებულნი იყვნენ აბრაამი და სარა, ხანში შესულნი; დედათა წესი შეწყვეტილი ჰქონდა სარას.12.გაეცინა გულში სარას: რა სიამე უნდა განვიცადო, როცა დავბერდი? ჩემი პატრონი მოხუცებულია.13.უთხრა უფალმა აბრაამს: რა იყო, რომ გაეცინა სარას და თქვა: ნუთუ მართლა ვშობ სიბერეშიო?14.რა არის უფლისთვის შეუძლებელი? დათქმულ ჟამს, გაის ამ დროოს ისევ მოვალ შენთან და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას.15.გადათქვა სარამ: არ გამიცინიაო, რადგან შეეშინდა. უთხრა: არა, გაიცინე.16.ადგნენ კაცები და სოდომისკენ გაემართსენ. აბრაამი გაჰყვა გასაცილებლად.17.თქვა უფალმა: როგორ დავუმალო აბრაამს, ჩემს მორჩილს, რის გაკეთებასაც ვაპირებ?18.აბრაამი ხომ დიდ და ძლიერ ხალხად იქცევა, ყველა ხალხი დედამიწის ზურგზე კურთხეული იქნება მისით;19.რადგან ვიცი, რომ უანდერძებს იგი თავის შვილებსა და თავის სახლს თავის შემდეგ - იარონ უფლის გზაზე, მოიქცნენ სიმართლით და სამართალი საჯონ, რათა აუხდინოს უფალმა აბრაამს ყველაფერი, რაც ნათქვამი აქვს მასზე.20.თქვა უფალმა: გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები.21.ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია.22.გაბრუნდნენ კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს, აბრაამი კი კვლავ იდგა უფლის წინაშე.23.მიეახლა აბრაამი და უთხრა: ნუთუ მართალ კაცს ბოროტეულთან ერთად დაღუპავ?24.იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან?25.არ ეგების შენგან ეს საქმე, რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად და არ იყოს გარჩევა მართალსა და ბოროტეულს შორის. არ ეგების! არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს.26.უთხრა უფალმა: თუ ვპოვე სოდომ-ქალაქში ორმოცდაათი მართალი, შევიწყალებ მთელს მაგ ადგილს მათი გულისათვის.27.მიუგო აბრაამმა და უთხრა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი, მე, მტვერმა და ნაცარმა:28.ორმოცდაათს რომ ხუთი დააკლდეს? ნუთუ დაღუპავ ამის გამო მთელს ქალაქს? უთხრა: არ დავღუპავ, თუ ვპოვე იქ ორმოცდახუთი.29.განაგრძო ლაპარაკი აბრაამმა და უთხრა: ორმოცი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ ჩავიდენ ამას იმ ორმოცის გულისათვის.30.თქვა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ვიტყვი: ოცდაათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვე ოცდაათი.31.თქვა აბრაამმა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი: ოცი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ დავღუპავ იმ ოცის გულისათვის.32.უთხრა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ამ ერთხელაც ვიტყვი: ათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ დავღუპავ იმ ათის გულისათვის.33.წავიდა უფალი, როგორც კი შეწყვიტა ლაპარაკი აბრაამთან. აბრაამიც დაბრუნდა თავის ადგილას.
ნელა და უხალისოდ ვიწყებ დღეს სიტყვის წარმოთქმას. როცა ვფიქრობ, რომ ყოველდღიურად ვასწავლით, ვაფრთხილებთ, სულიერ ტაბლას გთავაზობთ, მაგრამ ამის მიუხედავად ბევრი მათგანი, ვინც აქ მოდის და ამ სულიერ აღშენებაში, ამ საკვირველსა და საშინელ ტაბლაზე მონაწილეობს, მთელ დღეებს ცხენის რბოლებზე ატარებს და ამგვარად ჩვენი მზრუნველობისგან ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს, არამედ ჩვევისამებრ, ეშმაკის პირველივე ჩაგონებით, ამ ურჯულო სანახაობებზე ჩქარობს და თავის თავს...
1. მამამთავრის სათნოებანი და სათნოების დაუჭკნობელი გვირგვინი
გუშინდელ საკითხავში ჩვენ ვნახეთ, საყვარელნო, მართლის დიდი სტუმართმოყვარეობა; დღეს კი, შემდგომს გავაგრძელებთ რა, კვლავ შევიტყობთ მამამთავრის სიყვარულისა და თანალმობის ძალის შესახებ. ყოველგვარი სათნოება ამ მართალში უმაღლეს სრულყოფილებას აღწევდა: ის არამხოლოდ სიყვარულით სავსე იყო, არამხოლოდ სტუმართმოყვარე და თანამლმობელი, არამედ ყველა სხვა სათნოებასაც საკუთარ თავში სიჭარბით ავლენდა. გინდა, რომ მოთმინების მაგალითი წარმოვგიდგინო?...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას ჩუენ ყოველი. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ, რომელი გეტყჳ შენ“ (4,25-26).:
..., რომელი გეტყჳ შენ“ (4,25-26).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვინაჲ აქუნდა სამარიტელთა ქრისტეს მოლოდებაჲ? გარნა მოსეს წიგნთაგან, რამეთუ ფრიად გამოაცხადებს იგი ძესა. რამეთუ „ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა“ ძისა მიმართ თქუმულ არს, და აბრაჰამს კარავსა შინა ძჱ ჰზრახვიდა, და იაკობ მისთჳს თქუა, ვითარმედ: „არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან, არცა წინამძღუარი წყვილთაგან მისთა, ვიდრემდის მოვიდეს, რომელი-იგი წინამდებარე არს, და არს იგი მოლოდებაჲ წარმართთაჲ“. და თჳთ მოსე თქუა, რამეთუ: „წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან, ვითარცა მე; მისი ისმინეთ“. და გუელი რვალისაჲ და კუერთხი მოსესი და ისაკის დაკლვაჲ და სხუაჲ მრავალი ესევითარი მოსლვისა მისისა სახენი იყვნეს. ხოლო თუ ვინ თქუას, თუ: რაჲსათჳს არა მოართუა მას სახჱ წერილთაგან, ვითარ ნიკოდემოსს და ნათანაელს? გულისხმა-ყავთ, რამეთუ იგინი წერილთა მეცნიერნი იყვნეს, ხოლო ესე დედაკაცი იყო გლახაკი და უსწავლოჲ, და ამისთჳს წყლისა მის ცხოველისა ჴსენებითა მოიზიდა იგი, და ესრეთ მცირედ-მცირედ მოეჴსენა მას, ვითარ ასმიოდა სამე წერილი, და მერმეღა გამოუცხადა თავი თჳ...
მოციქულისაჲ: ხოლო ჩუენ, ძმანო ისაკისგან აღთქუმისა შვილნი ვართ (4,28).:
....
მოციქულისაჲ: ხოლო ჩუენ, ძმანო ისაკისგან აღთქუმისა შვილნი ვართ (4,28).
თარგმანი: არა ხოლო ბერწობითა, არამედ შობითაცა მსგავს არს სარრაჲსსა ეკლესიაჲ წარმართთაჲ. რამეთუ ვითარ-იგი თჳნიერ წესთა ბუნებისათა ჟამთა გარდასრული შვილიერ ყო აღთქუმამან მან უფლისამან, ვითარმედ: "ჟამსავე ამას მოვიდე და ესუას სარრას ძე" (), — ეგრეთვე ჩუენ ეკლესიაჲ, არა ჴორცთა და სისხლთა მიერ, არამედ საბანელითა წმიდისა ემბაზისაჲთა და მას ზედა წართქუმითა მღდელისა მიერ სიტყუათა ღმრთისათაჲთა მშობს; რომლისა მიერ დაღაცათუ ბერწისა შვილ ვართ, არამედ — აზნაურისა. იხილე სახისაჲ ამის უცვალებელი თანა-შეტყუებაჲ საქმეთაჲ.
მოციქულისაჲ: არამედ ვითარცა-იგი მაშინ ჴორციელად შობილი იგი სდევნიდა სულიერსა მას, ეგრეცა აწ (4,29).
თარგმანი: ყოვლითურთ შეასწორა საქმე სახეთა, რამეთუ ვინაჲთგან მაშინ იდევნებოდეს მორწმუნენი ჰურიათაგან, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ესე ნუ შეგაშფოთებს, რამეთუ მაშინცა ჴორციელითა შჯულთა ბუნებითა შობილი იგი ისმაელ სდევნიდა სულიერისა მის საღმრთოჲსა აღთქუმისა მიერ შობილსა ისაკს.
მოციქულისაჲ: არამედ რასა იტყჳს წიგნი? — "განაძე მჴევალი ეგე და ძე მაგისი, რამეთუ არა დაიმკჳდროს შვილმან მჴევლისამან ძისა თანა აზნაურისაჲსა" (4,30).
...მას ღმერთი"** (). რას ნიშნავს გამოთქმები: „ვითარცა ჰრქუა, ვითარცა ეტყოდა"? ნიშნავს: როგორც უფალმა აღუთქვა მაშინ, როცა უცხოელის სახით ანგელოზებთან ერთად მამამთავარმა მიიღო მამრეს მუხასთან და, როცა თქვა: „ჟამსა ამას მოვიქცე შენდა მომართ და იყოს სარრასა ძე" (); — ისე აღსრულდა კიდეც. ის, რასაც ბუნება ვერ ახერხებდა, ის მათ იხილეს აღსრულებული, არა ადამიანურ საქმეთა ჩვეულებრივი წესით, არამედ ღვთიური მადლით. „და უწოდა აბრაჰამ სახელი ძისა მისისა, რომელ-იგი უშვა სარრა, ისაკ" (). უმიზეზოდ არ დაუმატებია საღვთო წერილს: „რომელ-იგი უშვა სარრა". არ თქვა უბრალოდ: „უწოდა სახელი ძისა მისისა", არამედ დაუმატა: „რომელ-იგი უშვა სარრა", ანუ ცოლმა, რომელიც მანამდე არ შობდა, უნაყოფო, მოხუცებული. „და წინა-დასცჳთა, — ამბობს წერილი, — აბრაჰამ ისაკს, ძესა თჳსსა, დღესა მერვესა, ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან" (). ასე იყო ბრძანებული ღვთისგან, რომ ახალშობილებს მერვე დღეს წინადასცვეთდნენ. შემდეგ, რომ ღვთის გამოუთქმელი ძალა კიდევ უფრო შეგვეცნო, რომლის წყალობითაც **„შეუძლებელი ადამიანთათვის შესაძლებელია...