მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 18:30

29. განაგრძო ლაპარაკი აბრაამმა და უთხრა: ორმოცი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ ჩავიდენ ამას იმ ორმოცის გულისათვის.30. თქვა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ვიტყვი: ოცდაათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვე ოცდაათი.31. თქვა აბრაამმა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი: ოცი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ დავღუპავ იმ ოცის გულისათვის.
დაბადება თავი 18
30. თქვა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ვიტყვი: ოცდაათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვე ოცდაათი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 42. „აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა" (დაბ 18:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. აბრაამის შუამდგომლობა სოდომისთვის (18:22-31):

...ყმიდო ორმეოცთათჳს"** (). შემდეგ, თითქოს ეშინია ღვთის გამოუთქმელი სულგრძელობის კვლავ გამოცდისა და შიშობს, რომ უკვე საზღვრებს გადამცდარი არ აღმოჩნდეს და შუამდგომლობაში დასაშვებ ზღვარს არ გასცდეს, ამბობს: „ნურას, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი-ღა: იპოვნენ თუ მუნ ოცდაათნი" ()? რადგან ხედავდა, რომ ღმერთი მოწყალებისკენ იხრება, უკვე თანდათანობით კი არ ამცირებდა, არამედ ხუთის ნაცვლად ათი ჩამოაკლო მართალთა რიცხვს, და ასე აგრძელებს შუამდგომლობას და ამბობს: „იპოვნენ თუ მუნ ოცდაათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო, უკუეთუ ვპოვო მუნ ოცდაათნი" (იქვე). შეხედე, რა დაჟინებულობაა მართალში! ის ისე გულმოდგინედ ზრუნავს სოდომელთა ხალხის გადარჩენაზე მოსალოდნელი სასჯელისგან, თითქოს თავად უნდა დაექვემდებაროს იმავე მსჯავრს. „და თქუა: ვინათგან მაქუს სიტყუად უფლისა მიმართ ჩემისა. უკუეთუ იყვნენ მუნ ოცნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ოცთათჳს" (). ყოველ სიტყვასა და გონებას აღემატება უფლის ასეთი სახიერება! ნუთუ ჩვენთაგანი ვინმე, უთვალავ ბოროტებათა შორის მცხოვრებთაგანი, თანასწორი ადამიანების განსჯისას ასეთ შეწყნარებასა და კაცთმოყვარეობას გამოიჩენდა?

5. მართალთა ძალა და სოდომის სას...

სრულად ნახვა