მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 18:32

31. თქვა აბრაამმა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი: ოცი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ დავღუპავ იმ ოცის გულისათვის.32. უთხრა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ამ ერთხელაც ვიტყვი: ათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ დავღუპავ იმ ათის გულისათვის.33. წავიდა უფალი, როგორც კი შეწყვიტა ლაპარაკი აბრაამთან. აბრაამიც დაბრუნდა თავის ადგილას.
დაბადება თავი 18
32. უთხრა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ამ ერთხელაც ვიტყვი: ათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ დავღუპავ იმ ათის გულისათვის.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 42. „აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა" (დაბ 18:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მართალთა ძალა და სოდომის სასჯელის დარიგება (18:32-33):

...ანი, თანასწორი ადამიანების განსჯისას ასეთ შეწყნარებასა და კაცთმოყვარეობას გამოიჩენდა?

5. მართალთა ძალა და სოდომის სასჯელის დარიგება (18:32-33)

მაგრამ ეს მართალი, ღვთის კაცთმოყვარეობის ასეთ სიმდიდრეს რომ ხედავს, ჯერ კიდევ არ ჩერდება, არამედ კვლავ ამბობს: „ნუ რაჲ, უფალო, უკუეთუ ვიტყოდი მერმე ერთგზის-ღა" ()? ღვთის გამოუთქმელი სულგრძელობა გამოცადა რა და შიშობს, რომ უკვე არ აღძრას თავის წინააღმდეგ იმის რისხვა, ვის წინაშეც სხვებისთვის შუამდგომლობდა, პატრიარქი ამბობს: „ნუ რაჲ, უფალო"? უგუნურად ხომ არ ვიქცევი? ხომ არ ვავლენ რამე თავხედურს? ხომ არ ვაკეთებ გაკიცხვის ღირს საქმეს, „უკუეთუ ვიტყოდი მერმე ერთგზის-ღა"? მაგრამ შენი დიდი სახიერებით, მიიღე ჩემგან კიდევ ერთი ვედრება: „იპოვნენ თუ ათნი? და თქუა: არა წარვწყმიდო ათთათჳს". და, რადგან პატრიარქმა წინასწარ თქვა — კიდევ „ერთგზის-ღა ვიტყოდი", „წარვიდა, — ნათქვამია, — უფალი, ვითარცა დასცხრა ზრახჳსაგან აბრაჰამისსა. და მიიქცია ადგიდ თჳსსა" (). ხედავთ უფლის მთელ შეწყნარებას? ხედავთ მართლის მხურვალე სიყვარულს? გესმით ახლა, რა ძალა აქვთ სათნოებაში მოღვაწე ადამიანებს? „უკუეთუ ვპოვო, — ამბობს უფალი, — ათი მართალი", მათთვის ყველ...

სრულად ნახვა