ვისწავლოთ და მივბაძოთ მართლის სათნოებას. თუ ჩვენც ასე მოვიქცევით, რა თქმა უნდა, ჩვენც ოდესმე ასეთივე ნანადირევს მივიღებთ, უფრო სწორად — ყოველთვის შეგვიძლია ეს ხელთ გვქონდეს, თუ მოვისურვებთ. კაცთმოყვარე უფალი, რომ სტუმართმოყვარეობის საქმეში ნელი არ ვიყოთ და მგზავრებს არ გამოვკითხოთ, ვინ არიან და საიდან, ამბობს: „და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაჲ ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს". მაშ, ნუ შეხედავ მგზავრის გარეგნულ უმნიშვნელობას და გარეგნობის მიხედვით ნუ დაამცირებ, არამედ იფიქრე, რომ მასში შენს უფალს იღებ. ამიტომ, როცა უფლის სახელისთვის სტუმარს მოუვლი, ისეთ ჯილდოს მიიღებ, თითქოს თავად უფალი მიგეღო, და თუნდაც შენი სტუმართმოყვარეობით მოსარგებლე ადამიანი უზრუნველი და ზარმაცი იყოს, ნუ მიაქცევ ამას ყურადღებას: სრული ჯილდო მოგეცემა იმისთვის, რომ ამას უფლისთვის აკეთებ და მამამთავრის სათნოებას მიბაძავ. „და იხილნა რაჲ, — ნათქვამია, — მირბიოდა შემთხუევად მათდა კარისაგან კარვისა". კარგად არის აქ ნახმარი სიტყვა „მირბიოდა", რომ იცოდე: მგზავრები, როგორც უცნობნი, გვერდით ჩაუვლიდნენ და თავად არ მიუახლოვდებოდნენ კარავს. ამიტომ, რომ...
დაბადება 18:5
4. მცირეოდენ წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ, მერე მოისვენეთ ხის ჩრდილში.5. პურს გამოგიტანთ, დანაყრდით, მერე კი წადით თქვენს გზაზე, რაკიღა თქვენი მორჩილის კარზე გამოიარეთ. მათ უთხრეს: გააკეთე, რასაც ამბობ.6. გაიქცა აბრაამი კარავში სარასთან და უთხრა: აბა, საჩქაროდ სამი სეა გამტკიცული ფქვილი მოზილე და ხმიადები დააცხვე.
დაბადება თავი 18