...ლურნი, ვეღარც კი ხედავდნენ კარს, რომელიც მათ თვალწინ იდგა. მაშინ თავისუფლად ამოისუნთქა მართალმა, დაინახა რა, ვინ იყვნენ მასთან მოსულნი და რა დიდი იყო მათი ძალმოსილება. „და თქუეს მისა მიმართ, — ნათქვამია, — კაცთა მათ: არს ვინა შენი აქა სიძენი, ანუ ძენი, ანუ ასულნი, ანუ ვინცა ვინ შენი არს სხუაჲ ქალაქსა შინა" ()? აი, როგორ აჯილდოვებენ მართალს სტუმართმოყვარეობისთვის, და როგორ სურთ მისი ყველა ახლობლის ხსნა მისდანიჭებოდეს. თუ, ამბობენ, ვინმე გყავს ამ ქალაქში, თუ ვინმეზე ზრუნავ, თუ ვინმეს იცნობ ამ ხალხის ურჯულოებისგან თავისუფალს, „განიყვანენ იგინი ადგილით ამით" და ამ მიწიდან, გამოიყვანე ყველა შენი ნათესავი, „რამეთუ წარვსწყმედთ ჩუენ ადგილსა ამას" (). შემდეგ მიზეზსაც უჩვენებენ, ყველაფერს ზედმიწევნით განუმარტავენ რა მართალს: „რამეთუ ამაღლდა ღაღადებაჲ მათი წინაშე უფლისა და მომავლინნა ჩუენ უფალმან აჴოცად მისსა". ეს იგივეა, რასაც ღმერთი ეუბნებოდა მამამთავარი აბრაამს: „ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა ჩემდა მომართ" (). აქაც ნათქვამია: „ამაღლდა ღაღადებაჲ მათი წინაშე უფლისა".
დაბადება 19:12
11. იმ კაცებს კი, სახლის შესასვლელთან რომ იდგნენ, სიბრმავე მოჰგვარეს დიდიან-პატარიანა და მათ ქანცი გაუწყდათ შესასვლელის ძებნაში.12. უთხრეს იმ კაცებმა ლოტს: კიდევ ვინა გყავს აქ? სიძე, ვაჟები და ქალიშვილები, ყველა, ვინც კი შენიანია ამ ქალაქში, გაიყვანე ამ ადგილიდან,13. რადგან უნდა გავანადგუროთ ეს ადგილი, რაკი დიდია მათზე სამდურავი უფლის წინაშე, და მოგვავლინა უფალმა მის გასანადგურებლად.
დაბადება თავი 19