მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 19:13

12. უთხრეს იმ კაცებმა ლოტს: კიდევ ვინა გყავს აქ? სიძე, ვაჟები და ქალიშვილები, ყველა, ვინც კი შენიანია ამ ქალაქში, გაიყვანე ამ ადგილიდან,13. რადგან უნდა გავანადგუროთ ეს ადგილი, რაკი დიდია მათზე სამდურავი უფლის წინაშე, და მოგვავლინა უფალმა მის გასანადგურებლად.14. გავიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სასიძოებს, რომელთაც მისი ქალიშვილები უნდა ეთხოვათ და უთხრა: ადექით და გადით ამ ადგილიდან, რადგან ქალაქის განადგურებას აპირებს უფალი. სასიძოებს ეგონათ, ხუმრობსო ლოტი.
დაბადება თავი 19
13. რადგან უნდა გავანადგუროთ ეს ადგილი, რაკი დიდია მათზე სამდურავი უფლის წინაშე, და მოგვავლინა უფალმა მის გასანადგურებლად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. სოდომელთა დასჯა სიბრმავით და ლოტის გაფრთხილება (19:9–13):

...ტუმართმოყვარეობისთვის, და როგორ სურთ მისი ყველა ახლობლის ხსნა მისდანიჭებოდეს. თუ, ამბობენ, ვინმე გყავს ამ ქალაქში, თუ ვინმეზე ზრუნავ, თუ ვინმეს იცნობ ამ ხალხის ურჯულოებისგან თავისუფალს, „განიყვანენ იგინი ადგილით ამით" და ამ მიწიდან, გამოიყვანე ყველა შენი ნათესავი, „რამეთუ წარვსწყმედთ ჩუენ ადგილსა ამას" (). შემდეგ მიზეზსაც უჩვენებენ, ყველაფერს ზედმიწევნით განუმარტავენ რა მართალს: „რამეთუ ამაღლდა ღაღადებაჲ მათი წინაშე უფლისა და მომავლინნა ჩუენ უფალმან აჴოცად მისსა". ეს იგივეა, რასაც ღმერთი ეუბნებოდა მამამთავარი აბრაამს: „ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა ჩემდა მომართ" (). აქაც ნათქვამია: „ამაღლდა ღაღადებაჲ მათი წინაშე უფლისა".

6. სოდომის დაქცევა და ლოტის ცოლის სასჯელი (19:14–26)

ზედმეტად დიდია მათი ურჯულოება; და, რადგან მათი სენი განუკურნებელია და ჭრილობა არანაირ წამალს არ იღებს, ამიტომაც „მომავლინნა ჩუენ უფალმან აჴოცად მისსა". სწორედ ამას გამოხატავდა ნეტარი დავითი სიტყვებით: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა" (). ჩვენ მოვედით, ამბობენ, მთელი ამ ქვეყნის მოსასპობად (მც...

სრულად ნახვა