მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 19:14

13. რადგან უნდა გავანადგუროთ ეს ადგილი, რაკი დიდია მათზე სამდურავი უფლის წინაშე, და მოგვავლინა უფალმა მის გასანადგურებლად.14. გავიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სასიძოებს, რომელთაც მისი ქალიშვილები უნდა ეთხოვათ და უთხრა: ადექით და გადით ამ ადგილიდან, რადგან ქალაქის განადგურებას აპირებს უფალი. სასიძოებს ეგონათ, ხუმრობსო ლოტი.15. განთიადისას ანგელოზებმა დააჩქარეს ლოტი და უთხრეს: ადექი, მოჰკიდე ხელი შენს ცოლს და ორ ასულს, აქ რომ არიან, რათა შენც არ დაიღუპო. ამ ქალაქის უკეთურობის გამო.
დაბადება თავი 19
14. გავიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სასიძოებს, რომელთაც მისი ქალიშვილები უნდა ეთხოვათ და უთხრა: ადექით და გადით ამ ადგილიდან, რადგან ქალაქის განადგურებას აპირებს უფალი. სასიძოებს ეგონათ, ხუმრობსო ლოტი.
საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სოდომის დაქცევა და ლოტის ცოლის სასჯელი (19:14–26):

ზედმეტად დიდია მათი ურჯულოება; და, რადგან მათი სენი განუკურნებელია და ჭრილობა არანაირ წამალს არ იღებს, ამიტომაც „მომავლინნა ჩუენ უფალმან აჴოცად მისსა". სწორედ ამას გამოხატავდა ნეტარი დავითი სიტყვებით: „რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა" (). ჩვენ მოვედით, ამბობენ, მთელი ამ ქვეყნის მოსასპობად (მცხოვრებთა ცოდვისთვის თავად მიწაც ექვემდებარება სასჯელს); მაშ, გამოდი შენ აქედან. მართალმა, ეს რომ მოისმინა და შეიტყო მიზეზი, რისთვისაც მოვიდნენ ეს, გარეგნულად ჩვეულებრივი ადამიანები, არსებით კი ანგელოზები და ყოველთა ღვთისმსახურნი, „გამოვიდა და თქუა სიძეთა მიმართ თჳსთა, მიმყუანებელთა ასულთა მათთასა" (). მაგრამ ადრე იმ ურჯულოებს ეუბნებოდა: „აი, ორი ასული მყავს, რომლებმაც არ იცნენ მამაკაცი"; როგორ ნათქვამია აქ: „სიძეთა მიმართ თჳსთა, მიმყუანებელთა ასულთა მათთასა?" ნუ იფიქრებ, რომ ეს სიტყვები ადრე მართლის მიერ ნათქვამს ეწინააღმდეგება. ძველთა ჩვეულება იყო — დაქორწინებამდე დიდი ხნით ადრე ნიშნობის გადახდა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის