მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 19:30

29. როცა ამხობდა ღმერთი იმ მხარის ქალაქებს, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი და გაარიდა ლოტი ნგრევას, როცა ანგრევდა იმ ქალაქებს, სადაც ცხოვრობდა ლოტი.30. აიყარა ლოტი ცოღარიდან და მთაში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად, რადან ცოღარში ცხოვრების ეშინოდა. ერთ გამოქვაბულში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად.31. უთხრა უფროსმა უმცროსს: მოხუცია მამაჩვენი და კაცი არ არის ამ ქვეყანაში, რომ შემოვიდეს ჩვენთან როგორც ქვეყნის წესი და რიგია.
დაბადება თავი 19
30. აიყარა ლოტი ცოღარიდან და მთაში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად, რადან ცოღარში ცხოვრების ეშინოდა. ერთ გამოქვაბულში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად.
საუბარი 44. „ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად" (დაბ 19:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ლოტის ქალიშვილთა განზრახვა (19:30–33):

მთელი ეს თხრობა იმისთვის მიგვაჩნდა საჭიროდ გადმოგეცათ, რათა იცოდეთ, რომ სასურველს არა იმდენად სხვათა შუამდგომლობით ვაღწევთ, რამდენადაც თავად ჩვენით, ოღონდ მოშურნეობითა და გამძაფრებული ყურადღებით მივეახლოთ. აი, ამ ქალს მოწაფეებიც ჰყავდა შუამდგომლებად და მაინც ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია, ვიდრე თავად, თავისი მოთმინებით, უფლის კაცთმოყვარეობა არ მოიზიდა. ასევე ცნობილი იგავი მეგობრის შესახებ, რომელიც არადროულად, ღამით მოვიდა და სამი პური ითხოვა, იმავეს ასწავლის. იქ ნათქვამია: „დაღაცათუ არა ეძლოს მას აღდგომად და მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარ მისა, წყინებისა მისთჳს მისისა აღდგეს და მისცეს, რაოდენი უჴმდეს მას" (). მაშ, ჩვენი უფლის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობის მცოდნენი, მივმართოთ მას, გამოვავლინოთ და თითქოს საკუთარი თვალწინ წარმოვიდგინოთ თითოეული ჩვენი შეცოდება ცალ-ცალკე, ამასთანავე, წარსულ ცოდვათა მიტევებაც ვითხოვოთ, რათა, ამიერიდან უფრო დიდი მოშურნეობით, კეთილ საქმეებში მეტი ყურადღებით, მის უფრო დიდ კეთილგანწყობას ვეღირსოთ. შემდეგ, თუ გნებავთ, მივუბრუნდეთ დღევანდელი საკითხავის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის