მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 19:31

30. აიყარა ლოტი ცოღარიდან და მთაში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად, რადან ცოღარში ცხოვრების ეშინოდა. ერთ გამოქვაბულში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად.31. უთხრა უფროსმა უმცროსს: მოხუცია მამაჩვენი და კაცი არ არის ამ ქვეყანაში, რომ შემოვიდეს ჩვენთან როგორც ქვეყნის წესი და რიგია.32. მოდი, დავალევინოთ ღვინო მამაჩვენს და მივუწვეთ, შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს.
დაბადება თავი 19
31. უთხრა უფროსმა უმცროსს: მოხუცია მამაჩვენი და კაცი არ არის ამ ქვეყანაში, რომ შემოვიდეს ჩვენთან როგორც ქვეყნის წესი და რიგია.
საუბარი 44. „ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად" (დაბ 19:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. აბრაამის შუამდგომლობა და სოდომის დაქცევა (19:27–29)

გუშინდელმა საუბარმა სამარიელი დედაკაცის შესახებ საკმარისად გვიჩვენა უფლის გამოუთქმელი სულგრძელობაც, მისი განსაკუთრებული მზრუნველობა მის მიმართ და ქალის მადლიერებაც. თქვენ ნახეთ, როგორ მოვიდა ის გრძნობადი წყლის ამოსახაპად და სულიერი წყაროს საღვთო ნაკადებით დარწყულდა, და ასე დაბრუნდა სახლში, თავის თავზე აღასრულა რა უფლის სიტყვა: „ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ" (). ამ საღვთო და სულიერი წყაროთი აღვსილმა მან ნაკადები თავის თავში ვერ შეიკავა, არამედ თავისი სიჭარბიდან, ასე ვთქვათ, მისთვის მინიჭებული ნიჭის მადლი ქალაქის მცხოვრებლებზეც გადმოადინა; და ქალი, სამარიელი, უცხოტომელი, უეცრად მქადაგებლად იქცა. თქვენ ნახეთ, რა მნიშვნელოვანია სულიერი მადლიერება, ნახეთ უფლის კაცთმოყვარეობაც: როგორ არავის არ უგულებელყოფს, არამედ, თუნდაც ქალში, თუნდაც ღარიბ ადამიანში, ვინმეში კი ფხიზელ და მხურვალე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის