მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 19:33

32. მოდი, დავალევინოთ ღვინო მამაჩვენს და მივუწვეთ, შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს.33. შეასვეს ღვინო მამას იმ ღამით; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას, ხოლო მამამ ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.34. მეორე დღეს უფროსი ეუბნება უმცროსს: აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან, შევასვათ ღვინო ამაღამაც, მიდი და მიუწექი. შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს.
დაბადება თავი 19
33. შეასვეს ღვინო მამას იმ ღამით; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას, ხოლო მამამ ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 44. „ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად" (დაბ 19:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ლოტის ქალიშვილთა განზრახვა (19:30–33):

...უბნება ერთი მეორეს, რათა ეს არ მოხდეს, „ვასუათ მამასა ჩუენსა ღჳნოჲ"; რადგან მამა თავად ვერასოდეს მოითმენს ამის მოსმენასაც კი, მოტყუება ვიხმაროთ, ღვინის საშუალებით. „ასუეს მამასა მათსა ღჳნოჲ მას ღამესა და შევიდა უხუცესი იგი და დაწვა მამისა თჳსისა თანა მას ღამესა. და არა ცნა დაწოლაჲ მისი და აღდგომა მისი" (). ხედავ, როგორ ამართლებს საღვთო წერილი მართალსაც, და არა ერთხელ, არამედ მეორედაც? ჯერ ერთი, იმით, რომ ქალიშვილებმა ღვინის საშუალებით მოატყუეს, აჩვენებს, რომ სხვაგვარად ვერ დაიყოლიებდნენ მამას ასეთ საქციელზე; ხოლო შემდეგ, მომხდარი, ვფიქრობ, ზეგარდმოც ისე იყო მოწყობილი, რომ ღრმა ძილისა და ღვინით დაბნელების გამო მას სრულებით არ სცოდნია, რაც მოხდა. ამგვარად, დაგმობასაც არ დაექვემდებარა. მხოლოდ ის ცოდვები გვექვემდებარება დაგმობასა და სასჯელს, რომლებსაც შეგნებულად და ნებაყოფლობით ვსჩადით; ხოლო მართალს, როგორც ხედავ, წერილი ემოწმება, რომ სრულებით „არა ცნა" მომხდარი. მაგრამ აქ კვლავ სხვა შეკითხვა ჩნდება — სიმთვრალესთან დაკავშირებით. და ყველაფერი უნდა გამოვიკვლიოთ, რათა უგუნურებს და ურცხვებს არანაირი საბაბი არ მივცეთ ბოროტმეტყველებისთვის. რას ვიტყვით ამის შესახებაც? იმას, რომ ის დათვრა არა იმდენად გაუმაძღრობისგან, რამდენადაც სულიერი...

სრულად ნახვა