მაშ, ნუ გაბედავს ვინმე მართლის ან მისი ქალიშვილების დაგმობას. ხომ უკიდურესი უგუნურება და უგუნურობა იქნებოდა, რომელთაც საღვთო წერილი ყველა დაგმობისგან ათავისუფლებს და ასეთ გამართლებასაც კი წარმოაჩენს მათთვის, ჩვენ, შეცოდებათა უზომო სიმძიმით დატვირთულებმა, გავბედოთ მათი დაგმობა, მოციქულ პავლეს სიტყვებს რომ არ ვუსმენთ, რომელიც ამბობს: „ღმერთი არს განმამართლებელ. და ვინ არს დამსჯელ?" (რომ 8:33–34). ხოლო, რომ ეს უბრალოდ და უმიზეზოდ კი არ მოხდა, არამედ ზედმეტმა სულიერმა მწუხარებამ, ღვინის ხმარებით, სრულ უგრძნობლობამდე მიიყვანა, მოისმინე, რა ამბობს შემდეგ წერილი: „ხოლო ჰრქუა უხუცესმან მან ხვალისაგან უმრწემესსა მის: აჰა ესერა, მე დავწევ გუშინ მამისა ჩემისა თანა, ვასუათ მას ღჳნოჲ ამას ღამესა-ცა და შენ დაწევ მის თანა და აღვადგინოთ მამისა ჩუენისაგან თესლი" (). ხედავ, რა სწორი აზრით აკეთებდნენ ამას? „ასუეს მას ღამესა ღჳნოჲ მამასა მათსა და შევიდა უმრწემესი იგი ასული და დაწვა მამისა თჳსისა თანა. და არა აგრძნა დაწოლა მისი და აღდგომაჲ" ()....
დაბადება 19:34
33. შეასვეს ღვინო მამას იმ ღამით; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას, ხოლო მამამ ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.34. მეორე დღეს უფროსი ეუბნება უმცროსს: აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან, შევასვათ ღვინო ამაღამაც, მიდი და მიუწექი. შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს.35. შეასვეს ღვინო იმ ღამითაც მამას; ადგა უმცროსი და მიუწვა, ხოლო მან ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.
დაბადება თავი 19