მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 19:7

6. გამოვიდა მათთან ლოტი კარის ზღურბლზე და გამოიხურა კარი.7. უთხრა: ნუ იზამთ ბოროტებას, ძმებო!8. აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან; მათ გამოგიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ. ოღონდ იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი.
დაბადება თავი 19
7. უთხრა: ნუ იზამთ ბოროტებას, ძმებო!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ლოტის თავგანწირვა სტუმრებისთვის და ძმის შეგონების მოვალეობა (19:6–8):

...ა და კარი განიჴშა უკუანა თჳსსა... და ჰრქუა მათ"** (დაბ 19:6–7). შეხედე, როგორ ეშინია მართალს და როგორ კანკალებს სტუმრების უსაფრთხოებისთვის. უმიზეზოდ კი არ დაიხშო კარი თავის უკან, არამედ იმიტომ, რომ იცოდა სოდომელთა მძვინვარება და თავხედობა და მათ ბოროტ განზრახვას ხვდებოდა. შემდეგ ეუბნება მათ: „ნუ სადა, ძმანო" (). ო, მართლის სულგრძელობა! ო, თავმდაბლობის სიღრმე! ასეთ ხალხთან ასეთი სიმშვიდით მოპყრობა — აი, ნამდვილი სათნოება. უეჭველია, ვინც ავადმყოფის განკურნება ან შმაგისის მოფხიზლება ისურვებს, არავინ აკეთებს ამას რისხვითა და სისასტიკით. შეხედე, როგორ უწოდებს ძმებს მათ, ვინც ასეთი დანაშაულის ჩადენას აპირებს, — სურს მათი შერცხვენა, სინდისის გამოღვიძება და საძაგელი განზრახვიდან განრიდება: „ნუ სადა, ძმანო, — ამბობს, — ნუ უკეთურებთ". ნუ ჩაიდენთ, ამბობს, ამგვარს, ნუ წამოიწყებთ ამ საძაგელ საქმეს, ნუ უკუაგდებთ თავად ბუნებას, ნუ მოიგონებთ ბუნებასაწინააღმდეგო შერევას. თუ უკვე გინდათ თქვენი აღშფოთებული ვნებების დაკმაყოფილება, მე მოგაწვდით ამისთვის ისეთ საშუალებას, რომ თქვენი დანაშაული უფრო მსუბუქი იყოს: „რამეთუ არიან ჩემნი ორნი ასულნი, რომელთა არღა უცნიეს მამაკაცნი" (). ჯერ არ გამოუცდიათ, ამბობს,...

სრულად ნახვა