მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 19:8

7. უთხრა: ნუ იზამთ ბოროტებას, ძმებო!8. აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან; მათ გამოგიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ. ოღონდ იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი.9. უთხრეს: მოშორდი აქედან! კვლავ უთხრეს: მარტოხელა კაცი მდგმურად მოსულხარ აქ და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ. არ მოეშვნენ ამ კაცს, ლოტს და მიიჭრნენ კარის შესამტვრევად.
დაბადება თავი 19
8. აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან; მათ გამოგიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ. ოღონდ იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი.
საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. ლოტის სტუმართმოყვარეობა და სათნოების ძალა (19:1)

როგორც აყვავებული მდელო თვალს უჩვენებს სხვადასხვა და მრავალფეროვან ყვავილებს, ისევე საღვთო წერილი გვიჩვენებს მართალთა სათნოებებს, — არა იმისთვის, რომ მხოლოდ გარბენით ვისიამოვნოთ მათი კეთილსურნელებით, ისევე, როგორც ყვავილების სურნელებით ვსიამოვნებთ, არამედ იმისთვის, რომ მუდმივად ვკრეფდეთ აქედან ნაყოფს ჩვენს სასარგებლოდ. ყვავილებთან — მხოლოდ ხელში ავიღებთ, მალევე ჭკნება და კარგავს თავის სიამოვნებას. აქ კი ასე არ არის: სმენით რომ მივიღებთ მართალთა სათნოებებს და ჩვენი გულის სიღრმეში შევინახავთ, — ყოველ დროს შეგვიძლია, თუ მოვისურვებთ, ვისიამოვნოთ მათი კეთილსურნელებით. მაშ, თუ ასეთია საღვთო წერილში აღწერილი წმიდანთა სათნოებების კეთილსურნელება, გამოვცადოთ დღეს ლოტის სათნოებების კეთილსურნელება, რათა ზედმიწევნით ვიცოდეთ, როგორ აიყვანა მამამთავარსთან (აბრაამთან) ურთიერთობამ ეს მართალი სათნოების უმაღლეს მწვერვალზე და როგორ აჩვენა მან, მამამთავრის კვალდაკვალ მიჰყვებოდა რა, თავისი სტუმართმოყვარეობა საქმით. მაგრამ, რომ ჩვენი სიტყვა უფრო ნათელი იყოს, სჯობს თავად წერილის სიტყვებს მოვუსმინოთ:...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის