მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 19:9

8. აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან; მათ გამოგიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ. ოღონდ იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი.9. უთხრეს: მოშორდი აქედან! კვლავ უთხრეს: მარტოხელა კაცი მდგმურად მოსულხარ აქ და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ. არ მოეშვნენ ამ კაცს, ლოტს და მიიჭრნენ კარის შესამტვრევად.10. გამოიწოდეს ხელი სტუმარმა კაცებმა, შინ შეიყვანეს ლოტი და ჩაკეტეს კარი.
დაბადება თავი 19
9. უთხრეს: მოშორდი აქედან! კვლავ უთხრეს: მარტოხელა კაცი მდგმურად მოსულხარ აქ და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ. არ მოეშვნენ ამ კაცს, ლოტს და მიიჭრნენ კარის შესამტვრევად.
საუბარი 43. „მოვიდეს ორნი ანგელოზნი სოდომად მწუხრი" (დაბ 19:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. სოდომელთა დასჯა სიბრმავით და ლოტის გაფრთხილება (19:9–13):

მაშ, გევედრებით, მივბაძოთ ამ მართალს; და თუნდაც მოყვასის გადასარჩენად რაიმე უსიამოვნოს მოთმინება დაგვჭირდეს, ამაზეც არ უარი ვთქვათ. ასეთი მოთმინება ჩვენთვის ცხონების გირაო იქნება და დიდ კადნიერებას მოგვანიჭებს ღვთის წინაშე. შეხედე, საყვარელო, ამ მართალს, როგორ წინ აღუდგა მთელ ხალხს, რომელმაც ბოროტებაში ასეთი ერთსულოვნება გამოავლინა, და რა უჩვეულო სიმამაცე აღმოაჩნდა დიდ სიმშვიდესთან ერთად. მართალია, ვერ შეძლო მათი დაუოკებელი მძვინვარების შეკავება. და მისი საოცარი სიმშვიდით აღვსილი სიტყვების შემდეგ, როცა სიტყვით, თითქოს საკუთარი ხელებით, მათ თავისი ასულები მისცა, რა ეუბნებიან მას? „განერე იქი" (). ო, უზომო სიმთვრალე! ო, უკიდურესი უგუნურება! ასეთია ეს ბოროტი და დაუოკებელი ავხორცობა: როგორც კი გონებას დაეუფლება, არანაირ წესიერების გრძნობას არ უტოვებს, არამედ ყველაფერს ღამის წყვდიადითა და ბნელით ფარავს. „განერე იქი, — ამბობენ, — მწირობად შემოხუედ, ნუ. სასჯელისა სჯად. აწ უკუე შენ გიბოროტოთ უფროს-ღა, ვიდრე მათ". შეხედე, რა სიმშვიდით ელაპარაკება მათ მართალი და რა თავხედობას იჩენენ ისინი!...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის