მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 2:20

19. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა.20. დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს. მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი.21. უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო.
დაბადება თავი 2
20. დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს. მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი.
საუბარი 14. „და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა" (დაბ 2:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ადამის სიბრძნე და შეგონება (2:20):

რომ ის დიდი სიბრძნით იყო დაჯილდოვებული, ახლა მომხდარით შეგიძლია დარწმუნდე. „და მოიყვანნა იგინი, — ნათქვამია, — ადამისა ხილვად... რაჲძი უწოდოს მათ". ამას ღმერთი იმისთვის აკეთებს, რათა ადამის დიდი სიბრძნე გვიჩვენოს. და კვლავ: „რომელიცა უწოდა ადამ, იგი არს სახელი მათი". თუმცა ეს არა მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ მისი სიბრძნე ვნახოთ, არამედ იმისთვისაც, რომ სახელთა დარქმევაში ბატონობის ნიშანი ჩანდეს. ადამიანებსაც აქვთ ჩვეულება, თავიანთი ხელმწიფების ნიშნად მონებს, რომელთაც იყიდიან, სახელებს უცვლიან. ისე ღმერთიც ადამს, როგორც მეპატრონეს, ყველა უტყვ ცხოველს სახელს აძლევინებს. ამ სიტყვებს, საყვარელო, უყურადღებოდ ნუ გამოტოვებ, არამედ იფიქრე, რა სიბრძნე იყო საჭირო, რომ სახელი დაერქმია ფრინველთა, ქვეწარმავალთა, მხეცთა, პირუტყვთა და სხვა უტყვთა ამდენ სახეობას — შინაურებს, ველურებს, წყალში მცხოვრებთ, მიწისგან წარმოშობილთ — ყველა მათგანს სახელი დაერქმია, და თანაც საკუთარი, თითოეული სახეობისთვის შესაფერისი. „ყოველთა, — ნათქვამია, — ... რომელიცა უწოდა ადამ..., იგი არს სახელი მათი". ხედავ ხელმწიფების სისრულეს? ხედავ ბატონობის ძალას? იფიქრე,...

სრულად ნახვა
საუბარი 15. „ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი" (დაბ 2:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ადამისთვის შემწის ძიება (2:19-20):

დიდ მადლობას გიძღვნით, რომ გუშინ ჩვენი შეგონება დიდი მზადყოფნით მიიღეთ და სიტყვის სიგრძეს არა მხოლოდ არ დაიღალეთ, არამედ ბოლომდე ისეთი ყურადღებით იყავით, რომ მოსმენის ცოცხალი მოშურნეობა შეინარჩუნეთ; ამით ჩვენში კეთილ იმედს აღძრავთ, რომ ჩვენს შეგონებას თავად საქმითაც აღასრულებთ. ვინც ასეთი სიამოვნებით ისმენს, ის, ცხადია, მისმენილის საქმით აღსრულებისთვისაც მზადაა. მეორე მხრივ, ეს თქვენი მრავალრიცხოვანი თავყრილობაც თქვენი სულიერი ჯანმრთელობის მოწმობაა. როგორც საკვებისადმი მადა სხეულის ჯანმრთელობის ნიშანია, ისე ღვთის სიტყვისადმი სიყვარული სულის კეთილდღეობის საუკეთესო მოწმობაა. რადგან თქვენი მოშურნეობის ნაყოფი მისმენილის აღსრულებაში ვლინდება, აი, ჩვენც თქვენთვის, საყვარელნო, იმ ჯილდოს მოგაგებთ, რომელიც გუშინ აღვუთქვით. ჯილდოს ამ სულიერ სწავლებას ვუწოდებ, რომელსაც ჩემთვის, მიმცემისთვის, შეუძლია საუნჯე გაუმრავლოს, და თქვენც, მიმღებთ, მდიდრად გაქციოთ. ასეთია ყოველივე სულიერი; ხოლო ხორციელ საგნებში ეს ასე არ ხდება. იქ მიმცემი თავის ქონებას ამცირებს, მიმღებს კი უფრო მდიდარს ხდის; აქ კი ასე არ არის — პირიქით, მიმცემი ამით საკუთარ სიმდიდრეს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის