...ოღონდ ჩვენ მოშურნეობით აღვასრულოთ ჩვენზე დამოკიდებული, ხოლო მადლი მზადაა და ეძებს, ვინ მიიღებდეს მას სავსებით. მოვისმინოთ დღევანდელი საკითხავიც, რათა გავიცნოთ ღვთის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობა და ის, რა მოწყალება გამოიჩინა მან ჩვენი ცხონებისთვის. „და იყვნეს ორნივე შიშუელ: ადამ და ცოლი მისი, და არა ჰრცხუენოდა" (). დაფიქრდი პირველმშობელთა დიდ ნეტარებაზე, როგორ იყვნენ ყოველ ხორციელზე ზემოთ, როგორ ცხოვრობდნენ მიწაზე, თითქოს ცაში იყვნენ, და, ხორცში მყოფნი, ხორციელ მოთხოვნილებებს არ განიცდიდნენ: არც თავშესაფარი სჭირდებოდათ, არც სახლი, არც სამოსელი და არც სხვა რამ ამის მსგავსი. ამის შესახებ საღვთო წერილმა არა უბრალოდ და არა უმიზნოდ გვაცნობა, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ, მათი ასეთი უმწუხარო და უტკივილო ცხოვრებისა და, ასე ვთქვათ, ანგელოზებრივი მდგომარეობის შემცნობნი, როცა დავინახავთ, რომ ისინი ამ ყველაფერს მოაკლდნენ და დიდი სიუხვიდან უკიდურეს სიღატაკეში ჩამოვარდნენ, ეს მათ უზრუნველობას მივაწეროთ. თუმცა თავად საკითხავს უნდა მოვუსმინოთ. ნეტარმა მოსემ, რომ თქვა, (პირველმშობილნი) „შიშუელ იყვნეს და არა ჰრცხუენოდა" (რადგან არ იცოდნენ, რომ შიშუელნი იყვნენ, ვინაიდან მათ გამოუთქმელი დიდება ყოველ სამოსელზე უკეთესად ჰმოსავდა და ამშვენებდა), ამბობს: **„...
დაბადება 2:25
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...მდე კი ადამიანები სამოთხეში, როგორც ანგელოზები, ცხოვრობდნენ, გულისთქმით არ იწვოდნენ, სხვა ვნებებითაც არ აღეგზნებოდნენ, ხორციელი საჭიროებებით არ იტვირთებოდნენ, არამედ, სრულიად უხრწნელნი და უკვდავნი შექმნილნი, სამოსლის საფარველიც კი არ სჭირდებოდათ: „და იყვნეს ორნივე, — ნათქვამია, — შიშუელ... და არა ჰრცხუენოდა" (). სანამ ცოდვა და ურჩობა არ შემოვიდა, ისინი ზეციური დიდებით იყვნენ შემოსილნი და ამიტომ არ რცხვენოდათ; ხოლო მცნების დარღვევის შემდეგ სირცხვილიც შემოვიდა და სიშიშვლის შეგნებაც. მაშ, საიდან, მითხარი, მოუვიდა აზრად ამის თქმა? განა ცხადი არ არის, რომ ურჩობამდე წინასწარმეტყველური მადლის მონაწილე რომ იყო, ყოველივეს სულიერი თვალებით ხედავდა? ამას ახლა არა უმიზნოდ ვხსნი, არამედ იმისთვის, რომ აქედანაც შეიცნოთ ის უზომო სიყვარული, რომელიც ღმერთმა ადამიანის მიმართ გამოავლინა, რომ სიცოცხლის დასაწყისშივე ანგელოზური ცხოვრება მიანიჭა და უთვალავი ქველმოქმედება გადმოასხა, ხოლო ყოველივეს გარდა, წინასწარმეტყველური ნიჭითაც ღირსყო; და რომ, ამდენი ქველმოქმედების შემდეგ ადამიანის დაუდევრობას დაინახავთ, ბრალს აღარ ღმერთზე სდებდეთ, არამედ ყოველივეში თავად ადამიანს ადანაშაულებდეთ. ის თავად გახდა საკუთარი თავისთვის ყოველი ბოროტების მიზეზი, როგორც შემდეგ შეი...