მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 2:9

8. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა.9. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა.10. მდინარე მოედინება ედემიდან ბაღის მოსარწყავად, მერე იტოტება და იქმნება ოთხი ნაკადი .
დაბადება თავი 2
9. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 14. „და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა" (დაბ 2:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის მცნება ადამისადმი (2:16-17):

...კბობა იყო ნაყოფით დამძიმებული ხეების ხილვა, მრავალფეროვანი ყვავილები, ბალახები, ფოთლები და ყოველივე, რაც კი სამოთხეში შეიძლება იყოს, მით უმეტეს სამოთხეში, რომელიც ღვთის მიერ იყო დანერგილი. ამიტომ ზემოთ საღვთო წერილი ამბობს: „და აღმო-ვე-აცენა ღმერთმან მერმე ქვეყანით ყოველი ხე შუენიერი ხილვად და კეთილი საჭმელად" (), რათა ვიცოდეთ, რა სიუხვით სარგებლობდა ადამიანი, რომელმაც თავისი დიდი თავშეუკავებლობითა და უზრუნველობით ამპარტავნულად მოექცა მისთვის მიცემულ მცნებას. წარმოიდგინე, საყვარელო, რა მაღალი პატივით ღირსყო იგი ღმერთმა: მისთვის განკუთვნილი განსაკუთრებული ტრაპეზი უბოძა სამოთხეში, რათა არ ეფიქრა, თითქოს იგივე საკვები ჰქონდა, რაც უტყვ ცხოველებს, არამედ სამოთხეში, როგორც მეფე, ცხოვრობდა, მისი სიამოვნებით ტკბებოდა და, როგორც მეპატრონე, ქვეშევრდომთაგან განსხვავებული იყო და განსაკუთრებულ ცხოვრებას ეწეოდა. „და ამცნო, — ამბობს, — უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა: ყოვლისაგან ხისა სამოთხისა ჭამით შჭამო; ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ". თითქოს ასე ეუბნებოდა ღმერთი ადამს: „მე შენგან რაიმე ძნელსა და მძიმეს კი არ ვითხოვ — ყველა ხით სარგებლობის ნებას გაძლევ...

სრულად ნახვა
საუბარი 13. „და დანერგო უფალმან ღმერთმან სამოთხე ედემს, აღმოსავალით" (დაბ 2:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. სამოთხე და სათნოებისკენ შეგონება (2:9):

...რულებს, ადგილიდან ადგილზე გადაადგილდება), არამედ იმის საჩვენებლად, რომ ღმერთმა ბრძანა, რომ ისინი ცაზე იყვნენ, ისევე როგორც ადამიანი — სამოთხეში ეცხოვრა. „და აღმო-ვე-აცენა ღმერთმან მერმე ქვეყანით ყოველი ხე შუენიერი ხილვად და კეთილი საჭმელად და ხე ცხოვრებისა შორის სამოთხესა და ხე იგი ცნობად კეთილისა და ბოროტისა" (). აი, კიდევ ერთი ქველმოქმედება, რომლითაც ღმერთმა შექმნილი პატივით მოსა. ინება რა, რომ ადამიანი სამოთხეში ეცხოვრა, ღმერთმა ბრძანა, მიწიდან მრავალფეროვანი ხეები აღმოცენებულიყო, რომლებიც მისი ხილვით გაახარებდნენ და საჭმელადაც გამოადგებოდნენ. „ყოველი ხე შუენიერი ხილვად", ესე იგი გარეგნობით, „და კეთილი საჭმელად", ესე იგი ისეთნი, რომ თვალს ახარებდნენ და გემოს ატკბობდნენ, და თავიანთი სიმრავლითა და სიუხვით დიდ სიამოვნებას ანიჭებდნენ მას, ვინც ისარგებლებდა მათით. ერთი სიტყვით: ღმერთმა „ყოველი ხე" აღმოაცენა, რაც კი შეგიძლია წარმოიდგინო. ხედავ, რა უზრუნველი საცხოვრებელი! ხედავ, რა საოცარი ცხოვრება! ადამიანი მიწაზე ეცხოვრა, როგორც რომელიმე ანგელოზი — სხეულში იყო, მაგრამ ხორციელი საჭიროებები არ ჰქონდა; როგორც მეფე, ძოწეულითა და გვირგვინით შემკობილი და პორფირით შემოსილი, თავისუფლად სტკბებოდა სამოთხის საცხოვრებელით, ყოველივეს სიუხ...

სრულად ნახვა