მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 20:1

1. გაემგზავრა იქიდან აბრაამი ნეგების მხრისკენ და დასახლდა კადეშსა და შურს შორის, და იყო მდგმურად გერარში.2. თქვა აბრაამმა სარაზე, თავის ცოლზე: ჩემი და არის ეს ქალი. მაშინ გაგზავნა აბიმელექმა, გერარის მეფემ, კაცი და წაიყვანა სარა.
დაბადება თავი 20
1. გაემგზავრა იქიდან აბრაამი ნეგების მხრისკენ და დასახლდა კადეშსა და შურს შორის, და იყო მდგმურად გერარში.
საუბარი 45. „და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო" (დაბ 20:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. აბრაამის მწირობა და სათნოება განსაცდელში

მიხარია, როცა ვხედავ, რომ თქვენ მოსასმენად იკრიბებით და დიდი სიამოვნებით იღებთ ჩვენს შეგონებას. ამიტომაც მეც ყოველდღე მეტი მოშურნეობით ვცდილობ ჩემი ღარიბი და უბრალო ტრაპეზი შემოგთავაზოთ. თქვენი გულმოდგინე მოშურნეობა ტრაპეზის სიღარიბეს ფარავს და მცირედს დიდის სახეს ანიჭებს. მსგავსი რამ შეიძლება ხორციელ საჭმელშიც დაინახო. ვინც უკვე გაძღომილ სტუმრებს იღებს, თუნდაც უხვი სანოვაგე შესთავაზოს, სტუმრების სიძღომე მოწვევის ფასს ამცირებს, ისე, რომ დიდიც ხშირად უღირსად ჩანს, რადგან სტუმრები უსიამოვნოდ უახლოვდებიან საჭმელს. პირიქით, ვინც მშიერებს იღებს, ძლიერი სურვილის მქონეთ, თუნდაც ღარიბი ტრაპეზი შესთავაზოს, იგი დიდად ეჩვენებათ, რადგან მოწვეულნი დიდი სიამოვნებით გემოვნობენ შეთავაზებულს. ზუსტად ასევე ჩვენც, თქვენი სულიერი შიმშილის მცოდნენი, არ ვყოყმანობთ მუდმივად, საყვარელნო, შემოგთავაზოთ ჩვენი ტრაპეზი, თუმცა მარტივი და ღარიბია. ასევე ბრძენმა თქვა: „შჯობს სტუმრობაჲ მხლითა სიყუარულითა და მადლობითა, ვიდრე ზუარაკთა ბაგათაგან დაკლულთა მტერობით" (),...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის