შენიშნე ისიც, როგორ ბრწყინავდა მართლის სათნოება თვით გამოცდებში უფრო და უფრო მეტად, რადგან ღმერთი ყველა შემთხვევაში ავლენდა მას. როგორც ადრე, ეგვიპტეში მისული მწირი, არავისთვის ცნობილი და უნაცნობო, მართალი მოულოდნელად დიდი პატივით დაბრუნდა იქიდან, — ასევე ახლაც, გერარაში დასახლებული, ჯერ თავად აკეთებს იმას, რაც მასზეა დამოკიდებული, შემდეგ კი ისეთ დიდ შეწევნას იღებს ღვთისგან, რომ მეფეც და ყველა იქაური მცხოვრებიც სრული მოშურნეობით ემსახურება მართალს. „და თქუა, — ამბობს წერილი, — აბრაჰამ სარრასთჳს, ცოლისა თჳსისა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს. შეეშინა სიტყუად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუე მოკლან იგი კაცთა მის ქალაქისათა, მისთჳს" (). შეხედე, რა მძიმე გრძნობები აღელვებდა მართლის სულს და რა შიშმა შეიპყრო იგი. წინანდელმა, თუმცა ძალიან ძლიერმა, ცოლის დაკარგვის შიშმა ახლა სიკვდილის შიშს დაუთმო ადგილი. და რომ სიკვდილისთვის თავი აერიდებინა, საკუთარი თვალებით უნდა ენახა, როგორ ჩაუვარდა თანამეცხედრე მეფეს ხელში. ეს კი რა აუტანელია, იციან ცოლიანებმა. ამიტომაც ბრძენმა თქვა: „რამეთუ სავსე არს შურითა და...
დაბადება 20:2
1. გაემგზავრა იქიდან აბრაამი ნეგების მხრისკენ და დასახლდა კადეშსა და შურს შორის, და იყო მდგმურად გერარში.2. თქვა აბრაამმა სარაზე, თავის ცოლზე: ჩემი და არის ეს ქალი. მაშინ გაგზავნა აბიმელექმა, გერარის მეფემ, კაცი და წაიყვანა სარა.3. მოევლინა ღამით სიზმარში აბიმელექს ღმერთი და უთხრა: მოკვდები ამ ქალის გამო, შენ რომ მოიყვანე. რადგან ქმრიანია იგი.
დაბადება თავი 20