მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 20:11

10. კვლავ უთხრა აბიმელექმა აბრაამს: რას ფიქრობდი, ამ საქმეს რომ მიპირებდი?11. უთხრა აბრაამმა: ვიფიქრე, ღვთის შიში არ ექნებათ ამ კუთხეში და ჩემი ცოლის გამო მომკლავენ-მეთქი.12. მართლაც ჩემი და არის ეს ქალი, მამაჩემის ასულია იგი, ოღონდ დედაჩემის ასული არ არის. ამიტომაც ვითხოვე ცოლად,
დაბადება თავი 20
11. უთხრა აბრაამმა: ვიფიქრე, ღვთის შიში არ ექნებათ ამ კუთხეში და ჩემი ცოლის გამო მომკლავენ-მეთქი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 45. „და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო" (დაბ 20:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. აბრაამის გამართლება მეფის წინაშე (20:9-14):

...პულიყო შენი მოფიქრებული მოტყუების გამო. რა განზრახვით გააკეთე ეს? ახლა კი ყურადღება მიაქციე, საყვარელო, მართლის სიბრძნეს, როგორ შეაქვს მათ წინაშე თავის გამართლებაში მათი შეგონება ღვთისშემეცნების შესახებ. „რამეთუ ვთქუ, — ამბობს, — ნუუკუე არა იყოს ღმრთისმსახურებაჲ ადგილსა ამას და მე მომკლან ცოლისა ჩემისათჳს" (); ანუ მეშინოდა, რომ თქვენ, ჯერ კიდევ შეცდომაში დარჩენილნი, სამართლიანობაზე სრულიად არ ზრუნავდით; ამიტომ ასე მოვიქეცი, თქვენვე დაგინდეთ, რომ გაგეგოთ რა, რომ ის ჩემი ცოლია, მისდამი ვნების გამო ჩემს მოკვლას არ შეგებედათ. შეხედე, ამ მცირე სიტყვებით როგორ ამხილა ისინი და ასწავლა, რომ ადამიანს, რომელსაც მუდამ ღმერთი აქვს გონებაში, არ უნდა აკეთოს ურჯულო საქმე, არამედ უნდა ეშინოდეს მისი დაუძინებელი თვალისა და სასჯელის საფრთხის ქვეშ ყოველთვის სამართლიანობაზე ზრუნავდეს. შემდეგ, საკუთარი თავის გასამართლებლად, მამამთავარი ამბობს: ნუ იფიქრებთ, რომ ამ შემთხვევაშიც მოვიტყუე; „რამეთუ დაჲცა ჩემი არს ჭეშმარიტად მამით, არა დედით და მეყო მე ცოლ" (). მე და მას, ამბობს, ერთი მამა გვყავს; ამიტომ დად ვუწოდე. მაშ, ნუ მამხილებთ; თუმცა სიკვდილის შიშმა ასეთ აუცილებლობაში ჩამაგდო, რადგან მეშინოდა, თქვენ მი...

სრულად ნახვა