მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 20:14

13. როცა ღმერთმა მამაჩემის სახლიდან ამახეტიალა, ვუთხარი ქალს: ეს ერთი მადლი მიყავი-მეთქი: რა მხარეშიც რა უნდა მოვხვდეთ, თქვი ჩემზე, ჩემი ძმა არის-თქო ეს კაცი.14. აიღო და მისცა აბიმელექმა აბრაამს ცხვარ-ძროხა, ყმები და ყმაქალები. და დაუბრუნა სარაც, მისი ცოლი.15. უთხრა აბიმელექმა: აჰა, შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა, იცხოვრე შენს ნებაზე.
დაბადება თავი 20
14. აიღო და მისცა აბიმელექმა აბრაამს ცხვარ-ძროხა, ყმები და ყმაქალები. და დაუბრუნა სარაც, მისი ცოლი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 45. „და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო" (დაბ 20:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. აბრაამის გამართლება მეფის წინაშე (20:9-14):

...თნოებაც გამოავლინა და საკმარისი შეგონება ღვთისმოსაობაში მისცა. ამის შემდეგ მეფემ, მართლის ასეთი დიდი სიმშვიდის პატივისცემით, სამეფო სიუხვით დააჯილდოვა მამამთავარი. „და მოიღო, — ამბობს წერილი, — აბიმელიქ ათასი სასწორი ფასი და ცხოვარი და ზროხაჲ, მონები და მჴევლები და მისცა აბრაჰამს და მოსცა სარრა, ცოლი მისი" (). ხედავ, საყვარელო, ღვთის განგების სიბრძნეს? ის, ვინც სიკვდილის ეშინოდა და ყველა საშუალებას ხმარობდა თავის ასარიდებლად, არა მხოლოდ სიკვდილს გადაურჩა, არამედ დიდი აღიარებაც მიიღო და, ყოველი მოლოდინის მიღმა, სახელგანთქმულ გახდა.

5. ისაკის შობა და აღთქმის აღსრულება (20:15-21:8)

ასეთია ღვთის საქმეები! ღმერთი არა მხოლოდ მწუხარებისგან იხსნის მათ, ვინც მოვლინებულ გამოცდებს დიდსულოვნად ცდილობს გაუძლოს, არამედ თავად მწუხარებაში ისეთ ნუგეშს აძლევს, რომ ჩვენ მათ სრულიად ვივიწყებთ და უხვ სიკეთეს ვიღებთ. შეხედე შემდეგ, რა სამსახურს უწევს მეფე მართალს. მან არა მხოლოდ მდიდარი ძღვენით პატივი მიაგო მართალს, არამედ ნებართვაც მისცა თავის მიწაზე ეცხოვრა: „აჰა ესერა, — ამბობს, — ქუეყანა ესე წინაშე შენსა არს, სადაცა გთნავს, დაეშენე" (). როცა მეფე დარწმუნდა, რომ სიცოცხლე მართლის გულისთვის და მის...

სრულად ნახვა