შეხედე, როგორ ხდება თავად მეფე მართლის სათნოების მქადაგებელი და ყველას აუწყებს მის შესახებ. მოიხმო რა, ამბობს წერილი, ყველა მონა თავისი, მოუყვა მათ ყოველივე, რაც ღმერთმა გაუხსნა, რომ ყველას შეეტყო ღვთის კეთილგანწყობა მის მიმართ და ის მზრუნველობა, რომლის ღირსიც იყო უფლისგან სათნოებიანი ცხოვრებისთვის. „და შეშინდეს ყოველნი კაცნი უფლისაგან ფრიად". ხედავ, მართალი არ ტყუილად და არ უსარგებლოდ ახორციელებდა თავის გადასახლებებს? რომ წინანდელ ადგილზე დარჩენილიყო, საიდან შეიტყობდა გერარის ყველა მცხოვრები, რა კეთილგანწყობით სარგებლობდა ეს მართალი ღვთისგან? „და შეშინდეს ყოველნი კაცნი უფლისაგან ფრიად". დიდმა შიშმა შეიპყრო ისინი; მომხდარმა ყველა განაცვიფრა. შემდეგ „მოუწოდა, — ამბობს წერილი, — აბიმელიქ აბრაჰამს" (). წარმოიდგინე, რა პატივით მოიყვანეს ახლა მეფესთან მართალი, ის, რომელიც ცოტა ხნის წინ მათთვის ყურადღების უღირსი იყო, როგორც მოხეტიალე და მწირი. მაშინვე, როგორც კი ყველანი შეიკრიბნენ, მოწვეულ იქნა მამამთავარი, რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცოდა და მხოლოდ თავად მეფისგან შეიტყო, რაც...
დაბადება 20:13
12. მართლაც ჩემი და არის ეს ქალი, მამაჩემის ასულია იგი, ოღონდ დედაჩემის ასული არ არის. ამიტომაც ვითხოვე ცოლად,13. როცა ღმერთმა მამაჩემის სახლიდან ამახეტიალა, ვუთხარი ქალს: ეს ერთი მადლი მიყავი-მეთქი: რა მხარეშიც რა უნდა მოვხვდეთ, თქვი ჩემზე, ჩემი ძმა არის-თქო ეს კაცი.14. აიღო და მისცა აბიმელექმა აბრაამს ცხვარ-ძროხა, ყმები და ყმაქალები. და დაუბრუნა სარაც, მისი ცოლი.
დაბადება თავი 20