მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 20:16

15. უთხრა აბიმელექმა: აჰა, შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა, იცხოვრე შენს ნებაზე.16. სარას უთხრა: აჰა, ათასი ვერცხლი მივეცი შენს ძმას. ამან მოგწმინდოს ნამუსი ყველას წინაშე, ვინც შენთან არის. ყველასთან გამართლებული ხარ!17. ილოცა აბრაამმა ღვთის წინაშე და განკურნა ღმერთმა აბიმელექი. მისი ცოლი და მისი მხევლები, და ეყოლათ შვილები.
დაბადება თავი 20
16. სარას უთხრა: აჰა, ათასი ვერცხლი მივეცი შენს ძმას. ამან მოგწმინდოს ნამუსი ყველას წინაშე, ვინც შენთან არის. ყველასთან გამართლებული ხარ!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 45. „და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო" (დაბ 20:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ისაკის შობა და აღთქმის აღსრულება (20:15-21:8):

...დაბ 20:15). როცა მეფე დარწმუნდა, რომ სიცოცხლე მართლის გულისთვის და მისი ლოცვებით ებოძა, უცხოელს, მწირსა და მანამდე სრულიად უცნობ ადამიანს ისე ემსახურება, როგორც თავის ქველმოქმედსა და მფარველს. „ხოლო სარრას, — ამბობს წერილი, — ჰრქუა: აჰა ეგერა, მივეც ათასი სასწორ ძმასა შენსა" (). შეხედე, მართლისგან შეგონება მიუღია და მისი სიტყვები დაუჯერებია, თავადაც ძმას უწოდებს მას. რაც, ამბობს, შენს ძმას მივეცი, „გეყავნ შენ პატივ პირისა შენისა... და ყოველივე ჭეშმარიტი ჰყვი".

რას ნიშნავს: „პატივ პირისა შენისა... და ყოველივე ჭეშმარიტი ჰყვი"? იმისთვის, რომ მე უმეცრებით ვცადე შენ, მართლის ცოლი, ჩემს სახლში შემეყვანა, მხოლოდ იმისთვის, რომ შენი შეურაცხყოფის მიზეზი გავხდი, ათასი სასწორი მივეცი, რომ ანაზღაურება მეცა იმისთვის, რაც შენ მიმართ გავაკეთე. მაგრამ „ყოველივე ჭეშმარიტი ჰყვი". რას ნიშნავს: „ყოველივე ჭეშმარიტი ჰყვი"? ისმინონ, ამბობს, შენგან, რომ ჩემი მხრიდან დანაშაული არ ჩადენილა, რომ ჩემი სახლიდან შეუხებელი გამოხვედი. დაარწმუნე, ამბობს, შენი ქმარი, რომ ცოდვაში უდანაშაულო ვარ; მან შენგან იცოდეს, რომ შენ არაფერი გიყავი. რატომ ამბობს ამას? იმისთვის, რომ მართალმა, მისგან შეიტყო რა და დარწმუნდა რა ამაში,...

სრულად ნახვა