...ჭეშმარიტი ჰყვი"**, ანუ უთხარი შენს ქმარს ყველაფერი, როგორც იყო, — მაშინვე წერილი დაუმატებს: „და ილოცა აბრაჰამ ღმრთისა მიმართ და განკურნა ღმერთმან აბიმელიქ და ცოლი მისი და მჴევლები მისი და შობდეს. რამეთუ დაჴშვით დაჴშა უფალმან გარეშე ყოველი საშოჲ სახლსა შინა აბიმელიქისასა სარრასთჳს, ცოლისა აბრაჰამისა" (). შეხედე, როგორ ადიდებს უფალი ყველა ასეთი შემთხვევით უფრო და უფრო მეტად მართალს და მამამთავრის ლოცვებით მეფესაც და მთელ მის სახლსაც ხსნას ანიჭებს. „და ილოცა, — ამბობს წერილი, — აბრაჰამ ღმრთისა მიმართ და განკურნა ღმერთმან აბიმელიქ და ცოლი მისი და მჴევლები მისი და შობდეს. რამეთუ დაჴშვით დაჴშა უფალმან გარეშე ყოველი საშოჲ სახლსა შინა აბიმელიქისასა". თუმცა მეფემ ცოდვისგან თავი შეიკავა, მაგრამ კეთილმა უფალმა ეს სასჯელი მოუვლინა იმისთვის, რომ შემდეგ, მართლის ლოცვებით შეწყალებული, მეფისთვის თავისუფლება ებოძებინა და ამგვარად კიდევ უფრო მეტად ეადიდებინა მართალი. ასე ყოველთვის მოქმედებს და მოაწყობს უფალი, და ყოველ მოვლენას ისე მიმართავს, რომ მისი ერთგულად მსახურნი, ვითარცა მნათობნი, გაბრწყინდებიან და მათი სათნოება ყველგან ცნობილი ხდება. ბოლოს, შეხედე, საყვარელო, მწუხარებისგან გათავისუფლების შემდეგ მართალი ყველა სიკეთის გვირგვინს იღებს...
დაბადება 20:17
16. სარას უთხრა: აჰა, ათასი ვერცხლი მივეცი შენს ძმას. ამან მოგწმინდოს ნამუსი ყველას წინაშე, ვინც შენთან არის. ყველასთან გამართლებული ხარ!17. ილოცა აბრაამმა ღვთის წინაშე და განკურნა ღმერთმა აბიმელექი. მისი ცოლი და მისი მხევლები, და ეყოლათ შვილები.18. რადგან ყველასთვის დაეხშო უფალს საშო აბიმელექის სახლში აბრაამის ცოლის, სარას გამო.
დაბადება თავი 20