...ვად, ამბობს აბიმელიქი, მითხრა ეს და მანაც დაადასტურა მისი სიტყვები. „გულითა წრფელითა და სიმართლითა ჴელთათა ვყავ ესე", ამბობს, — ურჯულო რამის ჩადენის განზრახვის გარეშე; ნებადართული, შესაძლებელი საქმე გავაკეთე, რაშიც არაფერი სამხილავია. რა პასუხი გასცა კაცთმოყვარე უფალმა? „და ჰრქუა მას ღმერთმან ძილსა შინა" (). შეხედე, რა შემწყნარებლობას იჩენს უფალი, ყველაფერში თავის სახიერებას ავლენს. „მეცა ვიცი, — ამბობს, — რამეთუ გულითა წმიდითა ჰყავ ეგე". ვიცი, ამბობს, რომ მათ თავად მოაწყვეს ეს ჩანაფიქრი და, რომ შენ ეს მათი სიტყვებით მოტყუებულმა გააკეთე; და სწორედ იმიტომ, რომ მათმა მოტყუებამ შეცოდებამდე არ მიგიყვანა, „გერიდე შენ, რათა არა სცოდო ჩემდა მომართ". დიდია მოწყალება ამ სიტყვებში, დიდია უფლის კაცთმოყვარეობა! ჩემ წინააღმდეგ, ამბობს, იქნებოდა მიმართული ეს ცოდვა. როგორც ადამიანებში, როცა ვინმე ბატონის მიერ დიდი პატივით პატივდებულ მონას შეურაცხყოფას მიაყენებს, ბატონი ამ შეურაცხყოფას საკუთარ თავზე მიიღებს და ამბობს: შენ მე შემაწუხე იმით, რომ ასე მოექეცი ჩემს მონას — რასაც მას უკეთებენ, მე მეხება, — იმავე აზრით კეთილი უფალიც ამბობს: „გერიდე შენ, რათა არა სცოდო ჩემდა მომართ". ისინი, ამბობს, ჩემი მონები არიან და ისეთი მზრუნველობა მაქვ...
დაბადება 20:6
5. განა თავად არ მითხრა, ჩემი და არისო? ქალმაც ხომ მითხრა, ჩემი ძმა არისო ეს კაცი? წრფელი გულითა და უმწიკვლო ხელით გავაკეთე ეს.6. უთხრა მას ღმერთმა სიზმარში: მეც ვიცოდი, რომ წრფელი გულით გააკეთე ეს და ამიტომაც განგარიდე ცოდვას ჩემს წინაშე: არ მიგაკარე მაგ ქალს.7. ახლა კი დაუბრუნე ქმარს ცოლი, რადგან წინასწარმეტყველია ის კაცი. ილოცებს შენთვის, რომ ცოცხალი გადარჩე. თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, სიკვდილი არ აგცდებათ არც შენ და არც შენიანებს.
დაბადება თავი 20