მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 20:5

4. აბიმელექი არ მიჰკარებია ქალს. უთხრა: უფალო, ნუთუ მართალ ხალხს დაღუპავ?5. განა თავად არ მითხრა, ჩემი და არისო? ქალმაც ხომ მითხრა, ჩემი ძმა არისო ეს კაცი? წრფელი გულითა და უმწიკვლო ხელით გავაკეთე ეს.6. უთხრა მას ღმერთმა სიზმარში: მეც ვიცოდი, რომ წრფელი გულით გააკეთე ეს და ამიტომაც განგარიდე ცოდვას ჩემს წინაშე: არ მიგაკარე მაგ ქალს.
დაბადება თავი 20
5. განა თავად არ მითხრა, ჩემი და არისო? ქალმაც ხომ მითხრა, ჩემი ძმა არისო ეს კაცი? წრფელი გულითა და უმწიკვლო ხელით გავაკეთე ეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 45. „და წარმოვიდა მიერ აბრაჰამ ქუეყანად სამხრად კერძო" (დაბ 20:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის გამოცხადება აბიმელექისადმი (20:2-8):

...წავეყვანა, ვფიქრობდი, ამით მასაც და მასაც პატივს მივაგებდი. მაშ, „ნათესავი უმეცარი და მართალი წარსწყმიდოა?" ნუთუ, ამბობს, დამღუპავ მე, ვინც ეს სიმართლის სინდისით გავაკეთე? შემდეგ, თავისი სიტყვების ახსნისას, კიდევ ამბობს: „არა მან მრქუა მეა, ვითარმედ: დაჲ ჩემი არს და მან მითხრა, ვითარმედ: ძმაჲ ჩემი არს?" (). შეხედე, რა ერთსულოვნება და თანხმობა ჰქონდათ: თავად, ამბობს აბიმელიქი, მითხრა ეს და მანაც დაადასტურა მისი სიტყვები. „გულითა წრფელითა და სიმართლითა ჴელთათა ვყავ ესე", ამბობს, — ურჯულო რამის ჩადენის განზრახვის გარეშე; ნებადართული, შესაძლებელი საქმე გავაკეთე, რაშიც არაფერი სამხილავია. რა პასუხი გასცა კაცთმოყვარე უფალმა? „და ჰრქუა მას ღმერთმან ძილსა შინა" (). შეხედე, რა შემწყნარებლობას იჩენს უფალი, ყველაფერში თავის სახიერებას ავლენს. „მეცა ვიცი, — ამბობს, — რამეთუ გულითა წმიდითა ჰყავ ეგე". ვიცი, ამბობს, რომ მათ თავად მოაწყვეს ეს ჩანაფიქრი და, რომ შენ ეს მათი სიტყვებით მოტყუებულმა გააკეთე; და სწორედ იმიტომ, რომ მათმა მოტყუებამ შეცოდებამდე არ მიგიყვანა, „გერიდე შენ, რათა არა სცოდო ჩემდა მომართ". დიდია მოწყალება ამ სიტყვებში, დიდია უფლის კაცთმოყვარეობა! ჩემ წინააღმდეგ, ამბო...

სრულად ნახვა