მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 21:10

9. დაინახა სარამ, რომ დასცინოდა მის შვილს შვილი ეგვიპტელი აგარისა, რომელმაც უშვა იგი აბრაამს.10. უთხრა სარამ აბრაამს: გააგდე ეს ყმაქალი და მისი შვილი, რადგან ვერ უნდა დაიდოს წილი ამ ყმაქალის შვილმა ჩემს შვილთან, ისაკთან ერთად.11. მეტისმეტად შეაწუხა აბრაამი ამ ამბავმა თავისი შვილის, ისმაელის გამო.
დაბადება თავი 21
10. უთხრა სარამ აბრაამს: გააგდე ეს ყმაქალი და მისი შვილი, რადგან ვერ უნდა დაიდოს წილი ამ ყმაქალის შვილმა ჩემს შვილთან, ისაკთან ერთად.
საუბარი 46. „და თქუას: ვინ უთხრას აბრაჰამს" (დაბ 21:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. სარრას სიხარული და ისმაელის განდევნის მიზეზი (21:6-12):

დღესაც, საყვარელნო, გავაგრძელოთ გუშინდელი საუბარი და კვლავ სულიერი ტრაპეზი შემოგთავაზოთ, რომ კიდევ ერთხელ ვიხილოთ, — როგორც გუშინაც გესმოდათ, — სახიერი ღვთის გამოუთქმელი განგება და მოწყალება და, მეორე მხრივ, აბრაამის დიდი მორჩილება და სულიერი განწყობა. თქვენ იხილეთ, თუ როგორ გაახარა ისაკის შობამ სარრა. „და თქუა სარრა, — ამბობს წერილი, — საცინელ მიქმნა მე ღმერთმან: ვის ესმეს, უხაროდის, ჩემ თანა" (). ყველა, ვინც კი ამას გაიგებს, ჩემს სიხარულში მონაწილეობას მიიღებს, ამბობს. დიდია ღვთის მიერ ჩემთვის ბოძებული ნიჭი; იგი ადამიანურ უძლურებას აღემატება. ვინ არ გაოცდება, ამბობს, როცა დაინახავს, რომ მე, უკიდურეს მოხუცებულობაში მყოფი და ამ დრომდე უნაყოფო, ძუძუთი ვკვებავ ჩვილს? და თითქოს თავადაც განცვიფრებისა და გაოცებისგან სარრა დასძენს: „ვინ უთხრას აბრაჰამს, ვითარმედ აწოებს ყრმასა სარრა, რამეთუ უშევ ძე სიბერესა ჩემსა?" რადგან ეს მოვლენა ბუნებაზე მაღლა იდგა, სარრა ამბობს: „ვინ უთხრას?" ანუ: ვის შეეძლო ეფიქრა ეს? ვის შეეძლო ეს წარმოედგინა? რომელი გონება შეძლებს ამის წვდომას? რომელი მსჯელობა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის