მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 21:11

10. უთხრა სარამ აბრაამს: გააგდე ეს ყმაქალი და მისი შვილი, რადგან ვერ უნდა დაიდოს წილი ამ ყმაქალის შვილმა ჩემს შვილთან, ისაკთან ერთად.11. მეტისმეტად შეაწუხა აბრაამი ამ ამბავმა თავისი შვილის, ისმაელის გამო.12. უთხრა ღმერთმა აბრაამს: ნუ სწუხარ ყმაწვილზე და შენს ყმა ქალზე; ყველაფერი გაუგონე სარას, რასაც გეტყვის; რადგან ისაკით დაგეწყება შთამომავლობა.
დაბადება თავი 21
11. მეტისმეტად შეაწუხა აბრაამი ამ ამბავმა თავისი შვილის, ისმაელის გამო.
საუბარი 46. „და თქუას: ვინ უთხრას აბრაჰამს" (დაბ 21:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. სარრას სიხარული და ისმაელის განდევნის მიზეზი (21:6-12):

დღესაც, საყვარელნო, გავაგრძელოთ გუშინდელი საუბარი და კვლავ სულიერი ტრაპეზი შემოგთავაზოთ, რომ კიდევ ერთხელ ვიხილოთ, — როგორც გუშინაც გესმოდათ, — სახიერი ღვთის გამოუთქმელი განგება და მოწყალება და, მეორე მხრივ, აბრაამის დიდი მორჩილება და სულიერი განწყობა. თქვენ იხილეთ, თუ როგორ გაახარა ისაკის შობამ სარრა. „და თქუა სარრა, — ამბობს წერილი, — საცინელ მიქმნა მე ღმერთმან: ვის ესმეს, უხაროდის, ჩემ თანა" (). ყველა, ვინც კი ამას გაიგებს, ჩემს სიხარულში მონაწილეობას მიიღებს, ამბობს. დიდია ღვთის მიერ ჩემთვის ბოძებული ნიჭი; იგი ადამიანურ უძლურებას აღემატება. ვინ არ გაოცდება, ამბობს, როცა დაინახავს, რომ მე, უკიდურეს მოხუცებულობაში მყოფი და ამ დრომდე უნაყოფო, ძუძუთი ვკვებავ ჩვილს? და თითქოს თავადაც განცვიფრებისა და გაოცებისგან სარრა დასძენს: „ვინ უთხრას აბრაჰამს, ვითარმედ აწოებს ყრმასა სარრა, რამეთუ უშევ ძე სიბერესა ჩემსა?" რადგან ეს მოვლენა ბუნებაზე მაღლა იდგა, სარრა ამბობს: „ვინ უთხრას?" ანუ: ვის შეეძლო ეფიქრა ეს? ვის შეეძლო ეს წარმოედგინა? რომელი გონება შეძლებს ამის წვდომას? რომელი მსჯელობა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის