მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 21:16

15. გაუთავდა მათარაში წყალი და დასვა ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას.16. წავიდა და დაჯდა თავისთვის მოშორებით, საისრეზე, რადგან იფიქრა, ბავშვის სიკვდილს ვერ ვუყურებო. იჯდა მოშორებით და ხმამაღლა ტიროდა.17. მოესმა ღმერთს ყმაწვილის ხმა; დაუძახა აგარს ღვთის ანგელოზმა ციდან და უთხრა: რა იყო, აგარ? ნუ გეშინია, რადგან მოესმა ღმერთს შენი ყმაწვილის ხმა იმ ადგილიდან, სადაც არის.
დაბადება თავი 21
16. წავიდა და დაჯდა თავისთვის მოშორებით, საისრეზე, რადგან იფიქრა, ბავშვის სიკვდილს ვერ ვუყურებო. იჯდა მოშორებით და ხმამაღლა ტიროდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 46. „და თქუას: ვინ უთხრას აბრაჰამს" (დაბ 21:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. აბრაჰამის მორჩილება და ღვთის განგება აგარის მიმართ (21:12-20):

...მაჲ იგი ქუეშე ნერგსა ერთსა"** (). მისი გული მწუხარებითა და ძის სიყვარულით სტკიოდა და აი, „დაჯდა, — ნათქვამია, — წინაშე მისსა შორს, ვითარ ისრის სატყორცებელ, რამეთუ თქუა: არა ვიხილო სიკუდილი ძისა ჩემისა, და ვითარ ჯდა წინაშე მისსა, ღაღად-ყო ყრმამან მან და ტიროდა" (). მაგრამ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთმა, რომლის მზრუნველობა ჩვენ მიმართ ყოველგვარ მამისა და დედის სიყვარულს აღემატება, „შეისმინა ღმერთმან ჴმაჲ ყრმისაჲ მის ადგილით, სადა-იგი იყო" (), შეიწყალა ყრმა და აგარის ტანჯვის მიმართ შებრალებით აღივსო. მან მხოლოდ საკუთარი მარტოობის შეგრძნება მისცა და მაშინვე თავისი შეწევნა უბოძა. „და უწოდა, — ამბობს წერილი, — ანგელოზი უფლისა აგარს ზეცით და ჰრქუა: რაჲ არს, აგარ? ნუ გეშინინ, რამეთუ შეისმინა ღმერთმან ჴმაჲ ვედრებისა ყრმისა მაგის შენისა მიერ ადგილით, სადა-იგი არს" (). „აღდეგ უკუე და შეიყუარე ყრმაჲ შენი და უპყრა მას ჴელითა შენითა, რამეთუ ნათესავად დიდად ვყო ესე" (). ოი, რა კაცთმოყვარეა უფალი! მან არ უგულებელყო იგი, თუმცა მხევალი იყო; არამედ მამამ...

სრულად ნახვა