...ილი, — ანგელოზი უფლისა აგარს ზეცით და ჰრქუა: რაჲ არს, აგარ? ნუ გეშინინ, რამეთუ შეისმინა ღმერთმან ჴმაჲ ვედრებისა ყრმისა მაგის შენისა მიერ ადგილით, სადა-იგი არს"** (). „აღდეგ უკუე და შეიყუარე ყრმაჲ შენი და უპყრა მას ჴელითა შენითა, რამეთუ ნათესავად დიდად ვყო ესე" (). ოი, რა კაცთმოყვარეა უფალი! მან არ უგულებელყო იგი, თუმცა მხევალი იყო; არამედ მამამთავრისადმი, რომლის თესლისგანაც იყო ისმაელი, მიცემული აღთქმის თანახმად, ღირსსაც ხდის აგარს თავისი ასეთი დიდი მზრუნველობისა, და ეუბნება: „რაჲ არს, აგარ? ნუ გეშინინ, რამეთუ შეისმინა ღმერთმან ჴმაჲ ვედრებისა ყრმისა მაგის შენისა. აღდეგ უკუე და შეიყუარე ყრმაჲ შენი და უპყრა მას ჴელითა შენითა, რამეთუ ნათესავად დიდად ვყო ესე". ნუ სწუხართ, ამბობს, რომ სახლიდან განგდევნეს, რადგან შენს ძეზე ისეთ განგებას გამოვიჩენ, რომ ისიც მრავალრიცხოვან შთამომავლობას მიიღებს. „და აღუხილნა ღმერთმან, — ნათქვამია, — თუალნი მისნი" (), არა იმიტომ, თითქოს მანამდე მხედველობა არ ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ ღია თვალებიც სარგებელს ვერ მოუტანდა ზეციური გამოცხადების გარეშე. ამიტომ, როცა ღმერთს სურდა თავისი მზრუნველობა ეჩვენებინა მის...
დაბადება 21:18
17. მოესმა ღმერთს ყმაწვილის ხმა; დაუძახა აგარს ღვთის ანგელოზმა ციდან და უთხრა: რა იყო, აგარ? ნუ გეშინია, რადგან მოესმა ღმერთს შენი ყმაწვილის ხმა იმ ადგილიდან, სადაც არის.18. ადექი, აიყვანე ყმაწვილი ხელში, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მას.19. აუხილა მას თვალი ღმერთმა და დაინახა ქალმა წყლიანი ჭა; წავიდა, წყლით აავსო მათარა და ყმაწვილს დაალევინა.
დაბადება თავი 21