...ისა ყრმისა მაგის შენისა. აღდეგ უკუე და შეიყუარე ყრმაჲ შენი და უპყრა მას ჴელითა შენითა, რამეთუ ნათესავად დიდად ვყო ესე"**. ნუ სწუხართ, ამბობს, რომ სახლიდან განგდევნეს, რადგან შენს ძეზე ისეთ განგებას გამოვიჩენ, რომ ისიც მრავალრიცხოვან შთამომავლობას მიიღებს. „და აღუხილნა ღმერთმან, — ნათქვამია, — თუალნი მისნი" (), არა იმიტომ, თითქოს მანამდე მხედველობა არ ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ ღია თვალებიც სარგებელს ვერ მოუტანდა ზეციური გამოცხადების გარეშე. ამიტომ, როცა ღმერთს სურდა თავისი მზრუნველობა ეჩვენებინა მისთვის, „აღუხილნა, — ნათქვამია, — თუალნი მისნი", ანუ თავისი გამოცხადება შეატყობინა უმეცარს, მისი სული აღადგინა, გზა უჩვენა, ისე, რომ იხილა ის ადგილი, სადაც წყლის ნაკადები მიედინებოდა. „და იხილა, — ამბობს წერილი, — ჯურღმული წყლისა ცხოველისა და მივიდა და აღავსო თხიერი იგი წყლითა და ასუა ყრმასა მას" (). უვალ ადგილებში უფალმა გზა უჩვენა; და, როცა იგი ასეთ უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხსნის არანაირი იმედის გარეშე, ღმერთმა თავისი მოწყალება გამოუცხადა, ერთდროულად თავად აგარიც ანუგეშა და ყრმაზეც თავისი განგება გამოავლინა. ამგვარად, თუნდაც უდაბნოში ვიყოთ, თუნდაც უკიდურეს გაჭირვებაში, თუნდაც...
დაბადება 21:19
18. ადექი, აიყვანე ყმაწვილი ხელში, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მას.19. აუხილა მას თვალი ღმერთმა და დაინახა ქალმა წყლიანი ჭა; წავიდა, წყლით აავსო მათარა და ყმაწვილს დაალევინა.20. ღმერთი იყო ყმაწვილთან; გაიზარდა და უდაბნოში დამკვიდრდა, და მშვილდოსანი შეიქნა.
დაბადება თავი 21