მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 22:3

2. უთხრა: მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ.3. ადგა დილაადრიანად აბრაამი, შეკაზმა სახედარი, თან წაიყოლა ორი მსახური ბიჭი და ისაკი, თავისი შვილი; დაჩეხა სამსხვერპლო შეშაც, ადგა და წავიდა ადგილისკენ, ღმერთმა რომ მიუნიშნა.4. მესამე დღეს გაიხედა აბრაამმა და შორიდან დაინახა ის ადგილი.
დაბადება თავი 22
3. ადგა დილაადრიანად აბრაამი, შეკაზმა სახედარი, თან წაიყოლა ორი მსახური ბიჭი და ისაკი, თავისი შვილი; დაჩეხა სამსხვერპლო შეშაც, ადგა და წავიდა ადგილისკენ, ღმერთმა რომ მიუნიშნა.
საუბარი 47. „და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ" (დაბ 22:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. აბრაჰამის მორჩილება და სამდღიანი გზა მსხვერპლშეწირვისკენ (22:3–10):

მსგავსი არაფერი უფიქრია ამ მართალს; არამედ, როგორც მადლიერმა მონამ, ყოველგვარი ადამიანური მსჯელობა მიატოვა და მხოლოდ ერთზე ზრუნავდა — ბრძანების აღსრულებაზე; თითქოს ადამიანურ ბუნებას განეშორა და ყოველგვარი თანალმობა და მამობრივი სიყვარული ღვთის ბრძანებებზე დაბლა დასვა, სწრაფად შეუდგა მათ აღსრულებას. „აღდგა, — ამბობს წერილი, — აბრაჰამ განთიად და აღსხნა კარაულსა თჳსსა და წარიყვანნა მის თანა ორნი მონანი და ისაკ, ძე თჳსი, და დაკოდა შეშაჲ მსხუერპლისათჳს, და აღდგა და წარვიდა, და მოვიდა ადგილსა მას, რომელსაცა ჰრქუა მას ღმერთმან მესამესა დღესა" (). შენიშნე, როგორ კაცთმოყვარე უფალი თავად ადგილის სიშორით მართლის სათნოებას გამოსცდის. წარმოიდგინე, რა უნდა გაეძლო მართალს სამი დღის განმავლობაში, როცა თავის თავთან ფიქრობდა მიცემულ ბრძანებაზე — იმაზე, რომ საკუთარი ხელებით უნდა დაეკლა ესოდენ საყვარელი ძე, ამასთან ვერავის გაემხელა ამ საქმის შესახებ — და გაოცდი მისი ღვთისმოყვარე და ბრძნული სულით. მისთვის მოცემული ღვთის ბრძანების მთელი მნიშვნელობის გაცნობიერებით, იგი საქმეს არავის უმხელს, არც მსახურებს,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის