მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 22:2

1. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ გამოსცადა აბრაამი ღმერთმა და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ!2. უთხრა: მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ.3. ადგა დილაადრიანად აბრაამი, შეკაზმა სახედარი, თან წაიყოლა ორი მსახური ბიჭი და ისაკი, თავისი შვილი; დაჩეხა სამსხვერპლო შეშაც, ადგა და წავიდა ადგილისკენ, ღმერთმა რომ მიუნიშნა.
დაბადება თავი 22
2. უთხრა: მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ.
საუბარი 47. „და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ" (დაბ 22:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. „ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ" — გამოცდის მიზეზი და ბრძანება (22:1–2)

დღევანდელი წერილის საკითხავში ბევრი სასარგებლო რამ არის ჩვენთვის მოცემული და გამოუთქმელი საუნჯე იმალება ამ მცირე სიტყვებში. ასეთია საღვთო გამონათქვამები: არა სიტყვათა სიმრავლეში, არამედ მოკლე გამოთქმებში შეიცავს დიდ სიმდიდრეს. მაშ, გამოვიკვლიოთ წერილის მითითებული სიტყვები და გულდასმით შევისწავლოთ ამჟამინდელი საკითხავის აზრი. აქ ჩვენ ახალ მაგალითებს დავინახავთ როგორც მამამთავრის დიდი სათნოებისა, ისე ღვთის საკვირველი კაცთმოყვარეობისა. „და იყო, — ამბობს წერილი, — შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ". რას ნიშნავს ეს სიტყვები: „და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ?" შეხედე, როგორ სურს საღვთო წერილს თავად ამ სიტყვებითვე მართლის სათნოება გამოგვიცხადოს. ღვთისგან აბრაჰამზე მოვლინებული გამოცდის შესახებ თხრობის დაწყებამდე, წერილი წინასწარ გვანიშნებს თავად იმ დროს, როცა მამამთავარს ისაკის მსხვერპლად შეწირვის ბრძანება მიეცა, რომ შენ სრულად შეიცნო მამამთავრის დიდი მორჩილება და ის, რომ იგი არაფერს მიიჩნევდა ღვთის სათნოყოფაზე...

სრულად ნახვა
თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ღმრთის სიყვარული და ქვრივთა ნუგეში:

...ა ისაკს დიდხანს ეცოცხლათ? უთუოდ იმიტომ, რომ აბრაამი ისაკის სიცოცხლეშიც ღმერთს ამჯობინებდა. ღმერთმა ხომ უთხრა კიდეც. „...შეწირე იგი მუნ ყოვლად დასაწველად ერთსა ზედა მთათაგანსა, რომელსა მე გრქუა შენ." () - და მანაც შესწირა. რატომ მიიყვანა სარრა ასეთ სიბერემდე? იმიტომ, რომ სარრას სიცოცხლეშიც აბრაამი ღმერთს უფრო უსმენდა, ვიდრე სარრას. ამიტომაც ეუბნებოდა ღმერთი აბრაამს: „...ყოველივე, რაჲცა გრქუას შენ სარრა. ისმინე ჴმისა მისისაჲ..." ().

მაშინ არც ქმრის სიყვარულის გამო, არც ცოლის გამო და არც შვილის მფარველობის გამო არავინ განარისხებდა ღმერთს. ახლა კი, რადგან მიწიერისკენ ვართ მიდრეკილნი და მეტისმეტად დაცემულნი ვართ, მამაკაცებს ცოლები ღმერთზე მეტად გვიყვარს, ქალები კი ქმრებს ღმერთზე მეტად ამჯობინებენ; ამიტომ ღმერთი, ჩვენს უნებურადაც, თავის სიყვარულისკენ გვიზიდავს....

სრულად ნახვა