...წინასწარმეტყველებდა. მსახურებს კი ასე უთხრა, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ნამდვილი საქმე დაეფარა მათთვის და იმ ადგილას დაერჩინა ისინი. შემდეგ მამამთავარი ძესთან ერთად წავიდა. „წარიღო აბრაჰამ შეშაჲ მსხუერპლისაჲ და აღჰკიდა ისაკს, ძესა თჳსსა. და მოიღო ცეცხლიცა ჴელითა თჳსითა და დანაკი. და წარვიდეს ორნი-ვე ზოგად" (). რა მამაცობა სულისა! რა ნებისყოფის სიმტკიცე! „აღჰკიდა, — ამბობს წერილი, — ისაკს შეშაჲ მსხუერპლისაჲ"; თავად კი აიღო დანაკი და ცეცხლი, და წავიდნენ ძესთან ერთად. რა თვალებით უყურებდა თავის ძეს, რომელსაც ეკიდა შეშა, რომელზეც ცოტა ხნის შემდეგ ყოვლად დასაწველად უნდა შეეწირა იგი? როგორ უჭირავდა ხელებს ცეცხლი და დანაკი? ხელში რომ ხელშესახებ ცეცხლს ატარებდა, შინაგანი ცეცხლი მის გულს აღაგზნებდა და ყველა გაჩენილ ფიქრს შემუსრავდა, და მასში განზრახვასას აღძრავდა — ღვთისადმი სიყვარულით დაეძლია ეს გამოცდა და დაეფიქრებინა, რომ ის, ვინც ადამიანური ბუნების ძალის მიღმა მამობის საშუალება მისცა, ახლაც შეძლებს ადამიანური გონებისთვის მიუწვდომელი საქმის აღსრულებას. შეხედე, ხელშესახებ ცეცხლზე ადრე, როგორ აღიგზნებოდა თანდათანობით შინაგანი ცეცხლი და წვავდა მართლის სულს. „ჰრქუა, — ამბობს წერილი, — ისაკ აბრაჰამს, მამასა თჳსსა: თქუ, მამაო" (...
დაბადება 22:6
5. უთხრა აბრაამმა მსახურ ბიჭებს: თქვენ აქ დარჩით სახედართან, მე და ეს ბიჭი კი იქ წავალთ, თაყვანს ვცემთ და თქვენთან მოვბრუნდებით.6. აიღო აბრამმა სამსხვერპლო შეშა, აჰკიდა ისაკს, თავის შვილს; ხელში დაიჭირა ცეცხლი და დანა, და ასე წავიდნენ ორნი ერთად.7. უთხრა ისაკმა აბრაამს, თავის მამას, უთხრა: მამაჩემო! უთხრა აბრაამმა: რა იყო, შვილო? უთხრა ისაკმა: ცეცხლი და შეშა მოგვაქვს. აღსავლენი კრავი სადღა არის?
დაბადება თავი 22