მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 22:8

7. უთხრა ისაკმა აბრაამს, თავის მამას, უთხრა: მამაჩემო! უთხრა აბრაამმა: რა იყო, შვილო? უთხრა ისაკმა: ცეცხლი და შეშა მოგვაქვს. აღსავლენი კრავი სადღა არის?8. უთხრა აბრაამმა: ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს. ასე მიდიოდნენ ორნი ერთად.9. მიადგნენ იმ ადგილს, ღმერთმა რომ უთხრა, და აღმართა იქ აბრაამმა სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა ისაკი, თავისი შვილი, და დასვა იგი სამსხვერპლოზე, შეშის ზემოთ.
დაბადება თავი 22
8. უთხრა აბრაამმა: ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს. ასე მიდიოდნენ ორნი ერთად.
საუბარი 47. „და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ" (დაბ 22:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. „ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ" — გამოცდის მიზეზი და ბრძანება (22:1–2)

დღევანდელი წერილის საკითხავში ბევრი სასარგებლო რამ არის ჩვენთვის მოცემული და გამოუთქმელი საუნჯე იმალება ამ მცირე სიტყვებში. ასეთია საღვთო გამონათქვამები: არა სიტყვათა სიმრავლეში, არამედ მოკლე გამოთქმებში შეიცავს დიდ სიმდიდრეს. მაშ, გამოვიკვლიოთ წერილის მითითებული სიტყვები და გულდასმით შევისწავლოთ ამჟამინდელი საკითხავის აზრი. აქ ჩვენ ახალ მაგალითებს დავინახავთ როგორც მამამთავრის დიდი სათნოებისა, ისე ღვთის საკვირველი კაცთმოყვარეობისა. „და იყო, — ამბობს წერილი, — შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ". რას ნიშნავს ეს სიტყვები: „და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ?" შეხედე, როგორ სურს საღვთო წერილს თავად ამ სიტყვებითვე მართლის სათნოება გამოგვიცხადოს. ღვთისგან აბრაჰამზე მოვლინებული გამოცდის შესახებ თხრობის დაწყებამდე, წერილი წინასწარ გვანიშნებს თავად იმ დროს, როცა მამამთავარს ისაკის მსხვერპლად შეწირვის ბრძანება მიეცა, რომ შენ სრულად შეიცნო მამამთავრის დიდი მორჩილება და ის, რომ იგი არაფერს მიიჩნევდა ღვთის სათნოყოფაზე...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 140-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5.:

...და როცა ყრმამ უთხრა: მამაო, „აჰა ცეცხლი და შეშაჲ; სადა არს ცხოვარი მსხუერპლისაჲ?“ () იხილე, როგორი სიმშვიდითა და სიბრძნისმოყვარე გონებით პასუხობს აბრაამი და ამბობს: „ღმერთმან იგულოს თავისა თჳსისა ცხოვარი მსხუერპლად, შჳლო“ (). არც ბუნებამ და არც თანალმობამ მიაბრუნა იგი ყრმის სიტყვებისკენ და არც იმ საქმეს მოსწყვიტა, რასაც მარტოდმარტო, ყრმის პირისპირ, აკეთებდა. ეს კი მაშინ, როცა ბუნებრივად მოსალოდნელი იყო, რომ სიყვარულის გრძნობა უფრო ძლიერად აგიზგიზებულიყო. რათა ვინმეს არ ეთქვა, თითქოს სხვების მორიდებით არ იგლოვა, აბრაამი მათგან განშორდა და მარტო დარჩენილმა სულიერი სიბრძნის სიმტკიცე გამოაჩინა.

6.

ხედავ მათ, ვინც სიცილის გამო ისჯებიან? იხილე ისინიც, ვინც გლოვისა და მარხვების გზით ცხონდებიან: ნინეველები გაიხსენე. ხედავ მათ, ვინც ლანძღვის გამო ისჯებიან? დააკვირდი მათაც, ვინც კეთილმეტყველებისთვის საზღაურს იღებენ. **„მაკურთხეველნი...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 14
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. წმიდანთა მსახურება და სათნოების დაფარვა:

...ას ეუბნება მას: „აჰა ცეცხლი და შეშაჲ; სადა არს ცხოვარი მსხუერპლისაჲ?“ (). მაშ, მამა რას ? „ღმერთმან იგულოს თავისა თჳსისა ცხოვარი მსხუერპლად, შჳლო“ (). ეს კი წინასწარმეტყველებადაც ითქმის: ღმერთი თავისთვის ძეს იგულებს სრულ შესაწირავად; და ამასთან, იმ დროსაც აღსრულდა. მითხარი, თვით მასაც, დასაკლავად განწესებულს, რატომ უმალავ? დიახ, ამბობს, მეშინია, არ მოდუნდეს; მეშინია, უღირსი არ გამოჩნდეს. იხილე, როგორი დიდი სიფრთხილით აკეთებდა ყველაფერს? მაშ, კარგად თქვა წერილმა: „ნუ სცნობნ მარცხენაჲ შენი, რასა იქმოდის მარჯუენაჲ შენი“ (); ესე იგი, თუნდაც ვინმე საკუთარი სხეულის ნაწილივით გვყავდეს, ნუ ვისწრაფებთ, რომ მას ვაჩვენოთ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აუცილებლობა იქნება. რადგან ამისგან მრავალი ბოროტება ხდება....

სრულად ნახვა