მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 23:6

5. მიუგეს ხეთელებმა აბრაამს და უთხრეს:6. მოგვისმინე, ბატონო. ღვთიანი მთავარი ხარ ჩვენს შორის; დამარხე შენი მკვდარი ჩვენს საუკეთესო სამარხში. ჩვენს შორის ვერავინ დაგიკავებს თავის სამარხს შენი მკვდრის დასამარხავად.7. ადგა აბრაამი და თაყვანისცა ამ ქვეყნის ხალხს, ხეთელებს.
დაბადება თავი 23
6. მოგვისმინე, ბატონო. ღვთიანი მთავარი ხარ ჩვენს შორის; დამარხე შენი მკვდარი ჩვენს საუკეთესო სამარხში. ჩვენს შორის ვერავინ დაგიკავებს თავის სამარხს შენი მკვდრის დასამარხავად.
საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. აბრაჰამის უქონელობა და ანგარების მხილება (23:6–19):

თქვენ გუშინ იხილეთ, საყვარელნო, მამამთავრის მამაცობა. იხილეთ ალმასზე მტკიცე სული. იხილეთ, როგორ, რამდენადაც მისგან იყო დამოკიდებული, ღვთისადმი სიყვარულით საკუთარი ძის მსხვერპლის შემწირველი გახდა, განზრახვით თავისი ხელი სისხლით შეღება და მსხვერპლი შეწირა, მაგრამ ღვთის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით, ძე ცოცხალი და ჯანმრთელი უკან მიიღო, ხოლო თავისი მზადყოფნისთვის განდიდებული და ბრწყინვალე გვირგვინით შემკული იქნა. ეს იყო მისი უმაღლესი ღვაწლი, რომელიც მან აღასრულა; აქ სრულად გამოჩნდა მისი ღვთისმოყვარე სული. ახლა ვნახოთ ამ მართლის მამობრივი სიყვარულის ძალა — როგორ ზრუნავს თავის ძეზე. იმ უჩვეულო და საკვირველი მსხვერპლშეწირვის შემდეგ, როცა იგი მთიდან დაბრუნდა, სარრას გამო მწუხარება დაატყდა თავს. ქეტის ძეთაგან ერთი საფლავის მფლობელობა გამოითხოვა და ადგილი იყიდა; იქ დაასაფლავა გარდაცვლილი მეუღლე და, ამგვარად, სარრას გარდაცვალებით მამამთავარმა თავის შენაძენთა პირველი დასაწყისი ჩაუყარა. საღვთო წერილი, ყველაფერში ამ მართლის სათნოებას ცხადყოფს რა, აგრეთვე იმას, რომ მთელი ცხოვრება მწირად და მოხეტიალედ ატარა, ამ გარემოებასაც შენიშნავს, რომ ვიცოდეთ —...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის