მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 24:12

11. ჩაამუხლა აქლემები ქალაქის გარეთ ჭასთან საღამოხანს, წყლის მზიდავი ქალების გამოსვლის ხანს.12. თქვა: უფალო, ჩემი პატრონის აბრაამის ღმერთო, ხელი მომიმართე დღევანდელ დღეს, მადლი უყავი ჩემს პატრონს, აბრაამს!13. აჰა, ვდგავარ ჭასთან და ამ ქალაქის მკვიდრთა ასულნი სადაცაა გამოვლენ წყლის ამოსაღებად.
დაბადება თავი 24
12. თქვა: უფალო, ჩემი პატრონის აბრაამის ღმერთო, ხელი მომიმართე დღევანდელ დღეს, მადლი უყავი ჩემს პატრონს, აბრაამს!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. მონის ლოცვა და რებეკას გამოცდა (24:5–14):

...თიც, მართალთა სათნოების ფასს ჩვენებს რა, ამბობს: „მე ვარ ღმერთი... ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი" (). მაშ, მონა ამბობს: „უფალო ღმერთო, უფლისა ჩემისა აბრაჰამისო, წარმიმართე მე წინაშე ჩემსა დღეს და ყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა" (). თითქოს ასე ამბობდა: ყავ ისე, რომ მისი სურვილები აღსრულდეს, ყველაფერი მისი განზრახვის მიხედვით წარიმართე; „ყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა". რას ნიშნავს: „ყავ წყალობაჲ"? ნიშნავს — აღასრულე მისი სურვილი. შემდეგ ამბობს: „აჰა ესერა, ვდგა მე წყაროსა ამას ზედა წყლისასა და ასულნი ამის ქალაქისა მკჳდრნი გამოვლენ ვსებად წყლისა. და იყოს ქალწული. რომელსა ვჰრქუა მე: მომიდრიკე მე სარწყული შენი, რათა ვსუა მე. ხოლო მან მრქუას: შენცა სუ და აქლემთაცა შენთა ასუ, ესე არს დედაკაცი, რომელი განუმზადე მონასა შენსა ისაკს. და ამით ვცნა, რამეთუ ჰყავ წყალობაჲ უფლისა ჩემისა აბრაჰამის თანა" (). შენიშნე მონის კეთილგონიერება: მან იცოდა მამამთავრის სტუმართმოყვარეობა და ის, რომ ქალწულს, რომელიც მის წინაშე უნდა წარედგინა, მართლის თანასწორი ხასიათი უნდა ჰქონოდა; ამიტომ მონა სხვა ნიშანს ა...

სრულად ნახვა