განსაჯე, საყვარელო, რა მნიშვნელოვანი იყო, რომ ნაზმა ქალწულმა, რომელიც წყალს ასხამდა, არა მხოლოდ არ უარყო მთხოვნელი, არამედ სარწყული მხრებიდან ჩამოიღო, უცხოელს და სრულიად უნაცნობ ადამიანს დალევის ნება მისცა, და არა მხოლოდ მას, არამედ ყველა აქლემსაც მოასვა და ამ საქციელით თავისი სულიერი კეთილშობილების საბუთი წარმოადგინა. ან არ იცით, რომ მამაკაცებიც ხშირად ასეთ თხოვნებზე უარს ამბობენ? რა ვთქვა წყლის მიცემაზე! ზოგჯერ ხალხს, რომელსაც ანთებული სანთლები უჭირავს, სხვების თხოვნაზე — მოიცადე ცოტა და მიეცი, რომ ჩვენი სანთელიც ავანთოთ — ამისი გაკეთებაც კი არ სურს, თუმცა ცეცხლს არაფერი დააკლდება, თუნდაც ათასი მსურველი იყოს. აქ კი — ქალი, ქალწული, სარწყული მხარზე აკიდებული, არა მხოლოდ არ გარისხდა თხოვნაზე, არამედ თხოვნაზე მეტიც გააკეთა: უცხოელსაც მოასვა და აქლემებიც ნებით იჩქარა დაერწყულებინა. ეს ყველაფერი კაცთმოყვარე ღმერთმა მოაწყო, რომელმაც ისმინა მამამთავრის ლოცვები და ანგელოზი წარგზავნა მის წინაშე, რომ ყველაფერი ისე მომხდარიყო, როგორც მონა ითხოვდა. ამგვარად, მონამ სინამდვილეში შეიცნო მამამთავრის ლოცვების ძალა, იპოვა ქალწული, როგორიც სურდა, და...
დაბადება 24:20
19. შეასვა თუ არა, უთხრა: შენს აქლემებსაც ამოვუზიდავ წყალს, ვიდრე არ დარწყულდებიან.20. უმავლე ჩამოსცალა გეჯაში კოკა და ისევ გაიქცა ჭისკენ წყლის ამოსაღებად. აქლემებსაც ამოუტანა წყალი.21. კაცი აკვირდებოდა ქალს, ხმას არ იღებდა, სურდა გაეგო, სასიკეთოდ წარუმართა თუ არა უფალმა გზა.
დაბადება თავი 24