მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 24:21

20. უმავლე ჩამოსცალა გეჯაში კოკა და ისევ გაიქცა ჭისკენ წყლის ამოსაღებად. აქლემებსაც ამოუტანა წყალი.21. კაცი აკვირდებოდა ქალს, ხმას არ იღებდა, სურდა გაეგო, სასიკეთოდ წარუმართა თუ არა უფალმა გზა.22. როცა დარწყულდნენ აქლემები, ამოიღო კაცმა ერთბეკაყიანი ოქროს საყურე და ათბეკაყიანი ორი ოქროს სამაჯური.
დაბადება თავი 24
21. კაცი აკვირდებოდა ქალს, ხმას არ იღებდა, სურდა გაეგო, სასიკეთოდ წარუმართა თუ არა უფალმა გზა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. რებეკას სტუმართმოყვარეობა (24:20–32):

...რის? რომელ საუნჯეს არ ამჯობინებს ამას ჩვენგან ყოველი? აი, საუკეთესო მზითევი; აი, აურაცხელი სიმდიდრე; აი, საუნჯე, რომელიც არასოდეს შემცირდება. მაშ, კეთილგონიერი მონა, ამაში ღვთის აშკარა განგებას ხედავდა რა, „შეისწავლიდა მას, — როგორც ნათქვამია, — და ზომდა ცნობად, უკუეთუ კეთილ-ყო ღმერთმან გზაჲ მისი, ანუ არა" (). რას ნიშნავს: „შეისწავლიდა მას"? ნიშნავს, რომ ყურადღებით ადევნებდა თვალს ქალწულის სიტყვებს, მზერას, სიარულს, ტანსაცმელს და ყველაფერ სხვას, და ელოდებოდა შემთხვევას, გაეგო — „უკუეთუ კეთილ-ყო ღმერთმან გზაჲ მისი, ანუ არა". ყველაფერი, რაც აქამდე მოხდა, ქალწულის დიდ და საოცარ სათნოებას ავლენდა. ამიტომ, მისი მორჩილებისა და წყლის მიცემის საზღაურად, მონამ შესთავაზა, როგორც წერილი ამბობს, „საყურნი ოქროჲსანი... და ორნი სალტენი"; და შემდეგ, ყურადღებით იკვლევდა რა მის შესახებ, ჰკითხა: „ასული ვისი ხარ. შენ? მითხარ მე. უკუეთუ არს მამისა შენისა თანა ადგილი ჩემთჳს დავანებად" (). შენიშნე ქალწულის პასუხიც. როგორც ადრე, წყალს რომ სთხოვდა, არა მხოლოდ თხოვნა შეასრულა, არამედ, მას მოასვა რა, აქლემებიც დაარწყულა — ასევე ახლა, მონის კითხვაზე — არის თუ არა ადგილი და ვის ასულს ემსახურე...

სრულად ნახვა