მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 24:22

21. კაცი აკვირდებოდა ქალს, ხმას არ იღებდა, სურდა გაეგო, სასიკეთოდ წარუმართა თუ არა უფალმა გზა.22. როცა დარწყულდნენ აქლემები, ამოიღო კაცმა ერთბეკაყიანი ოქროს საყურე და ათბეკაყიანი ორი ოქროს სამაჯური.23. უთხრა: ვისი შვილი ხარ? მითხარი, თუ მოიძებნება მამაშენის სახლში ღამის გასათევი ადგილი ჩვენთვის?
დაბადება თავი 24
22. როცა დარწყულდნენ აქლემები, ამოიღო კაცმა ერთბეკაყიანი ოქროს საყურე და ათბეკაყიანი ორი ოქროს სამაჯური.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. რებეკას სტუმართმოყვარეობა (24:20–32):

...ცარ სათნოებას ავლენდა. ამიტომ, მისი მორჩილებისა და წყლის მიცემის საზღაურად, მონამ შესთავაზა, როგორც წერილი ამბობს, „საყურნი ოქროჲსანი... და ორნი სალტენი"; და შემდეგ, ყურადღებით იკვლევდა რა მის შესახებ, ჰკითხა: „ასული ვისი ხარ. შენ? მითხარ მე. უკუეთუ არს მამისა შენისა თანა ადგილი ჩემთჳს დავანებად" (). შენიშნე ქალწულის პასუხიც. როგორც ადრე, წყალს რომ სთხოვდა, არა მხოლოდ თხოვნა შეასრულა, არამედ, მას მოასვა რა, აქლემებიც დაარწყულა — ასევე ახლა, მონის კითხვაზე — არის თუ არა ადგილი და ვის ასულს ემსახურება — ქალწული პასუხობს: „ასული ბათოელისი ვარ მე მელქაჲსისაჲ, რომელი უშვა მან ნაქორს" (). იხსენიებს მამას და პაპას, რომ მონას, მათი შეცნობით, მეტი კეთილგანწყობა გაუჩნდეს. შენიშნე ქალწულის კეთილგულობა: მამაზე კითხვას არა მხოლოდ მამაზე პასუხობს, არამედ პაპაზეც. და, როცა მონამ მხოლოდ ის იკითხა: „არს ადგილი დავანებად?" — მან უპასუხა: არა მხოლოდ ადგილი, არამედ „ბზე-ცა და თივაჲ არს ჩუენდა" (). მონამ ეს რომ მოისმინა, ქალწულის ასეთმა გულმოდგინე სტუმართმოყვარეობამ განაცვიფრა, აგრეთვე შეიტყო, რომ არა უცხოების სახლში მივიდა, არამედ ნაქორი...

სრულად ნახვა