მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 24:29

28. გაიქცა ყმაწვილი ქალი და თავისი დედის სახლში შეატყობინა ეს ამბავი.29. ძმა ჰყავდა რებეკას, სახელად ლაბანი. გაიქცა გარეთ ლაბანი იმ კაცისკენ, წყაროსთან.30. როცა დაუნახა თავის დას საყურეები და ხელზე სამაჯურები და მოისმინა თავისი დის, რებეკას, მონაყოლი, ასე მელაპარაკაო ის კაცი, მივიდა იმ კაცთან და ხედავს, აქლემებთან დგას, წყაროს პირას.
დაბადება თავი 24
29. ძმა ჰყავდა რებეკას, სახელად ლაბანი. გაიქცა გარეთ ლაბანი იმ კაცისკენ, წყაროსთან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. რებეკას სტუმართმოყვარეობა (24:20–32):

...ი თავისი საქციელით — სირბილით, სიტყვებითა და თავმდაბალი ქცევით. „მირბიოდა ქალი, — ნათქვამია, — და მიუთხრა სახლსა დედისა თჳსისასა მსგავსად სიტყუათა ამათ" (). ყველაფერი, რაც მონისგან გაიგო, მშობლებს მოუყვა. „და მირბიოდა ლაბან კაცისა მიმართ გარე წყაროსა ზედა" (). აი, ესეც თავისი სირბილით მოშურნეობას ავლენს. ჭასთან აქლემებიანად მდგარ კაცს რომ დაინახა, უთხრა: „მოედ, შემოვედ კურთხეულ არს უფალი, რაჲსათჳს სდგა გარე? რამეთუ მე განმიმზადებიეს სახლი ღა ადგილი აქლემთა" (). შენიშნე, როგორ აკურთხებს ესეც უფალს უცხოელის თანდასწრებითა და მეტყველებით უკვე დიდ თავაზიანობას ავლენს, ჯერ კიდევ ფაქტობრივ სტუმართმოყვარეობამდე. „მოედ, — ამბობს, — შემოვედ", მე წინასწარ მოვამზადე სახლი და ადგილი აქლემებისთვის. შემდეგ, როცა ის შევიდა, „გარდატჳრთნა, — ნათქვამია, — აქლემნი და მისცა ბზე და თივაჲ აქლემთა და წყალი დასაბანელად ფერჴთა მისთა და ფერჴთა მისთანათა კაცთასა" ().

5. მონის თხრობა და ოჯახის თანხმობა (24:32–51)

აი, როგორ ზრუნავდნენ სტუმართმოყვარეობაზე ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ შეცდომაში იყვნენ....

სრულად ნახვა