...ნა, ნაქორის ძმაა. ეს რომ შეიტყო, ქალწული დიდი სიხარულით „მირბიოდა", როგორც წერილი ამბობს. შეხედე, როგორ ავლენს სტუმართმოყვარეობისადმი მოშურნეობას ყოველი თავისი საქციელით — სირბილით, სიტყვებითა და თავმდაბალი ქცევით. „მირბიოდა ქალი, — ნათქვამია, — და მიუთხრა სახლსა დედისა თჳსისასა მსგავსად სიტყუათა ამათ" (). ყველაფერი, რაც მონისგან გაიგო, მშობლებს მოუყვა. „და მირბიოდა ლაბან კაცისა მიმართ გარე წყაროსა ზედა" (). აი, ესეც თავისი სირბილით მოშურნეობას ავლენს. ჭასთან აქლემებიანად მდგარ კაცს რომ დაინახა, უთხრა: „მოედ, შემოვედ კურთხეულ არს უფალი, რაჲსათჳს სდგა გარე? რამეთუ მე განმიმზადებიეს სახლი ღა ადგილი აქლემთა" (). შენიშნე, როგორ აკურთხებს ესეც უფალს უცხოელის თანდასწრებითა და მეტყველებით უკვე დიდ თავაზიანობას ავლენს, ჯერ კიდევ ფაქტობრივ სტუმართმოყვარეობამდე. „მოედ, — ამბობს, — შემოვედ", მე წინასწარ მოვამზადე სახლი და ადგილი აქლემებისთვის. შემდეგ, როცა ის შევიდა, „გარდატჳრთნა, — ნათქვამია, — აქლემნი და მისცა ბზე და თივაჲ აქლემთა და წყალი დასაბანელად ფერჴთა მისთა და ფერჴთა მისთანათა კაცთასა" (
დაბადება 24:28
27. თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ჩემი პატრონის, აბრაამის ღმერთი, რომელმაც არ მოაკლო წყალობა და სიყვარული ჩემს პატრონს. პირდაპირ მომაყენა უფალმა ჩემი პატრონის ნათესავების სახლს.28. გაიქცა ყმაწვილი ქალი და თავისი დედის სახლში შეატყობინა ეს ამბავი.29. ძმა ჰყავდა რებეკას, სახელად ლაბანი. გაიქცა გარეთ ლაბანი იმ კაცისკენ, წყაროსთან.
დაბადება თავი 24