მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 24:31

30. როცა დაუნახა თავის დას საყურეები და ხელზე სამაჯურები და მოისმინა თავისი დის, რებეკას, მონაყოლი, ასე მელაპარაკაო ის კაცი, მივიდა იმ კაცთან და ხედავს, აქლემებთან დგას, წყაროს პირას.31. უთხრა: შინ წამოდი, უფლის კურთხეულო. გარეთ რისთვის დგახარ? ბინა და აქლემების სადგომი გამზადებული მაქვს.32. შევიდა კაცი სახლში. შეხსნა ლაბანმა აქლემებს საკაზმები, აქლემებს ბზე და საკვები დაუყარა, მას და მის თანმხლებ კაცებს ფეხის დასაბანად წყალი მიუტანა.
დაბადება თავი 24
31. უთხრა: შინ წამოდი, უფლის კურთხეულო. გარეთ რისთვის დგახარ? ბინა და აქლემების სადგომი გამზადებული მაქვს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. რებეკას სტუმართმოყვარეობა (24:20–32):

...„და მირბიოდა ლაბან კაცისა მიმართ გარე წყაროსა ზედა" (). აი, ესეც თავისი სირბილით მოშურნეობას ავლენს. ჭასთან აქლემებიანად მდგარ კაცს რომ დაინახა, უთხრა: „მოედ, შემოვედ კურთხეულ არს უფალი, რაჲსათჳს სდგა გარე? რამეთუ მე განმიმზადებიეს სახლი ღა ადგილი აქლემთა" (). შენიშნე, როგორ აკურთხებს ესეც უფალს უცხოელის თანდასწრებითა და მეტყველებით უკვე დიდ თავაზიანობას ავლენს, ჯერ კიდევ ფაქტობრივ სტუმართმოყვარეობამდე. „მოედ, — ამბობს, — შემოვედ", მე წინასწარ მოვამზადე სახლი და ადგილი აქლემებისთვის. შემდეგ, როცა ის შევიდა, „გარდატჳრთნა, — ნათქვამია, — აქლემნი და მისცა ბზე და თივაჲ აქლემთა და წყალი დასაბანელად ფერჴთა მისთა და ფერჴთა მისთანათა კაცთასა" ().

5. მონის თხრობა და ოჯახის თანხმობა (24:32–51)

აი, როგორ ზრუნავდნენ სტუმართმოყვარეობაზე ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ შეცდომაში იყვნენ. „და წყალი დასაბანელად ფერჴთა მისთა და ფერჴთა მისთანათა კაცთასა; და დაუგნა მან პურნი ჭამად" (). მაგრამ შენიშნე მონის კეთილგონიერება. რას ამბობს? „არა ვჭამო ვიდრე თქუმადმდე სიტყუათა ჩემთა". თქვენ,...

სრულად ნახვა