...მამისა ჩემისა წარხჳდე და ტომისა მიმართ ჩემისა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა, ისაკს, მუნით"** (). ასე მიბრძანა. მაშინ მე, ამ საქმის სიძნელეებს წარმოვიდგენდი რა და მის სირთულეზე ვფიქრობდი, ვკითხე ჩემს ბატონს: რა იქნება, „უკეთუ არა მოვიდეს დედაკაცი ჩემ თანა" ()? მან მითხრა: „უფალმან ღმერთმან, რომლისა სათნო-ვიქმენ წინაშე მისსა, მან წარმოავლინენ ანგელოზი თჳსი შენ თანა და წარმართენ გზა შენი და მოგუარო ცოლი ძესა ჩემსა ტომისაგან ჩემისა და სახლისაგან მამისა ჩემისა". ხოლო თუ ცოლი არ დათანხმდება აქ წამოსვლას, „მაშინ უბრალო იყო წყევისაგან ჩემისა" (). მაშ, ჩემმა ბატონმა, ამბობს მონა, ასეთი ბრძანება მომცა რა და ამ ლოცვებით გამაცილა, გამომგზავნა, და მე, მისი ლოცვებით გამხნევებულმა, ჭასთან, როცა მოვედი, შემდეგი სიტყვები წარმოვთქვი: **„უფალო ღმერთო უფლისა ჩემისა აბრაჰამისო! უკუეთუ შენ გზა კეთილ ჰყოფ გზასა ჩემსა, რომელსა ზედა ვალ მე: აჰა, მე ვდგა წყაროსა ზედა წყლისასა, ხოლო ასულნი კაცთა ქალაქისათანი გამოვლენ ვსებად წყლისა. და იყოს ქალწული, რომელსაცა ვჰრქუა მე: მასუ მცირედი წყალი სარწყულისაგან შენისა. და მრქუას მე: და შენ სუ და აქლემთაცა შ...
დაბადება 24:39
38. არამედ წადი ჩემი მამა-პაპის სახლში, ჩემს სანათესაოში და იქიდან მოუყვანეო ცოლი ჩემს ძეს.39. ვუთხარი ჩემს პატრონს: რომ არ წამომყვეს-მეთქი ქალი?40. მითხრა: უფალი, რომლის წინაშეც მე დავდივარ, თავის ანგელოზს გაახლებს თან და გზას სასიკეთოდ წარგიმართავს, და მოუყვან ცოლს ჩემს ძეს ჩემი სანათესაოდან, ჩემი მამა-პაპის სახლიდან.
დაბადება თავი 24