მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 24:40

39. ვუთხარი ჩემს პატრონს: რომ არ წამომყვეს-მეთქი ქალი?40. მითხრა: უფალი, რომლის წინაშეც მე დავდივარ, თავის ანგელოზს გაახლებს თან და გზას სასიკეთოდ წარგიმართავს, და მოუყვან ცოლს ჩემს ძეს ჩემი სანათესაოდან, ჩემი მამა-პაპის სახლიდან.41. მაშინ გათავისუფლდები ჩემი ფიცისგან, როცა ჩემს სანათესაოში მიხვალ; თუ არ გამოგაყოლეს, თავისუფალი იქნები ჩემი ფიცისგან.
დაბადება თავი 24
40. მითხრა: უფალი, რომლის წინაშეც მე დავდივარ, თავის ანგელოზს გაახლებს თან და გზას სასიკეთოდ წარგიმართავს, და მოუყვან ცოლს ჩემს ძეს ჩემი სანათესაოდან, ჩემი მამა-პაპის სახლიდან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მონის თხრობა და ოჯახის თანხმობა (24:32–51):

...ბ 24:39)? მან მითხრა: „უფალმან ღმერთმან, რომლისა სათნო-ვიქმენ წინაშე მისსა, მან წარმოავლინენ ანგელოზი თჳსი შენ თანა და წარმართენ გზა შენი და მოგუარო ცოლი ძესა ჩემსა ტომისაგან ჩემისა და სახლისაგან მამისა ჩემისა". ხოლო თუ ცოლი არ დათანხმდება აქ წამოსვლას, „მაშინ უბრალო იყო წყევისაგან ჩემისა" (). მაშ, ჩემმა ბატონმა, ამბობს მონა, ასეთი ბრძანება მომცა რა და ამ ლოცვებით გამაცილა, გამომგზავნა, და მე, მისი ლოცვებით გამხნევებულმა, ჭასთან, როცა მოვედი, შემდეგი სიტყვები წარმოვთქვი: „უფალო ღმერთო უფლისა ჩემისა აბრაჰამისო! უკუეთუ შენ გზა კეთილ ჰყოფ გზასა ჩემსა, რომელსა ზედა ვალ მე: აჰა, მე ვდგა წყაროსა ზედა წყლისასა, ხოლო ასულნი კაცთა ქალაქისათანი გამოვლენ ვსებად წყლისა. და იყოს ქალწული, რომელსაცა ვჰრქუა მე: მასუ მცირედი წყალი სარწყულისაგან შენისა. და მრქუას მე: და შენ სუ და აქლემთაცა შენთა ვასუა, ესე დედაკაცი არს, რომელი განუმზადა უფალმან მსახურსა თჳსსა ისაკს, და ამით ვცნა, ვითარმედ უყავ წყალობაჲ უფალსა ჩემსა აბრაჰამს" (). ასე, ამბობს, ვლოცულობდი გულში და ღმერთს ვეხვეწებოდი; და ჯერ კიდევ არ დამემთავრებინა ლოცვა, რომ მაშინვე აღსრულდა და სიტყვა საქმედ იქცა. **„და იყო პირვე...

სრულად ნახვა