მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 24:5

4. არამედ წახვიდე ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში და მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს, ისაკს.5. უთხრა მორჩილმა: თუ არ წამომყვა ის ქალი ამ ქვეყანაში, ხომ არ დავაბრუნო შენი ძე იმ ქვეყნად, საიდანაც შენ გამოხვედი?6. უთხრა აბრაამმა: გაფრთხილებ, არ დააბრუნო იქ ჩემი ძე.
დაბადება თავი 24
5. უთხრა მორჩილმა: თუ არ წამომყვა ის ქალი ამ ქვეყანაში, ხომ არ დავაბრუნო შენი ძე იმ ქვეყნად, საიდანაც შენ გამოხვედი?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. მონის ლოცვა და რებეკას გამოცდა (24:5–14):

...ბა მისცა და ფიცით შეჰკრა. ახლა ვნახოთ ამ მონის კეთილგონიერება, როგორ იღვწოდა თავისი ბატონის ღვთისმოყვარეობის კვალად. როცა ნახა, რომ მართალი ასეთი ძალით ავალებს, მონა ეუბნება მამამთავარს: „უკეთუ არა ინებოს დედაკაცმან მოსლვად ჩემ თანა ქუეყანასა ამას, მივაქციოა ძე შენი ქუეყანასა მას, ვინა-ცა გამოხუედ შენ მიერ?" (). თუ, ამბობს, რაიმე დაბრკოლება შემხვდება ამ საქმეში, რომ შენი ბრძანება არ დავარღვიო, გეკითხები, ასეთ შემთხვევაში რა უნდა დავიცვა; და გსურს თუ არა, რომ ისაკმა თავად წავიდეს იქ და, ცოლი შეირთოს რა, კვლავ დაბრუნდეს იქიდან, თუ ცოლი არ დამთანხმდება ჩემთან წამოსვლას, როგორც შენ მიმბრძანე? რას პასუხობს მართალი? არ თანხმდება ამაზე და ეუბნება: „ეკრძალე თავსა შენსა, ნუ მიაქცევ ძესა ჩემსა მუნ" (). არც იქნება საჭირო, ამბობს, რადგან ის, ვინც აღთქმა მომცა და ისაკის თესლის ასეთ სიმრავლეზე გამრავლების პირობა დადო, ამ საქმეშიც წარმატებას მოგანიჭებს. მაშ, „ნუ მიაქცევ ძესა ჩემსა მუნ. უფალმან ღმერთმან ცისამან და ღმერთმან ქუეყანისამან" (). შეხედე, როგორც ადრე მამამთავარი, მონას აფიცებდა რა, ყოვლის შემოქმედზე ასწავლიდა, ასევე ახლა, სავედრებელ სულს გ...

სრულად ნახვა