მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 24:6

5. უთხრა მორჩილმა: თუ არ წამომყვა ის ქალი ამ ქვეყანაში, ხომ არ დავაბრუნო შენი ძე იმ ქვეყნად, საიდანაც შენ გამოხვედი?6. უთხრა აბრაამმა: გაფრთხილებ, არ დააბრუნო იქ ჩემი ძე.7. უფალი, ცის ღმერთი, რომელმაც წამომიყვანა მამაპაპის სახლიდან, ჩემი სამშობლო ქვეყნიდან, რომელიც მეუბნებოდა და მეფიცებოდა, შენს შთამომავლობას მივცემო ამ ქვეყანას, სწორედ ის წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს და წამოიყვან იქიდან ქალს ჩემი ძისათვის.
დაბადება თავი 24
6. უთხრა აბრაამმა: გაფრთხილებ, არ დააბრუნო იქ ჩემი ძე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. მონის ლოცვა და რებეკას გამოცდა (24:5–14):

...ვარღვიო, გეკითხები, ასეთ შემთხვევაში რა უნდა დავიცვა; და გსურს თუ არა, რომ ისაკმა თავად წავიდეს იქ და, ცოლი შეირთოს რა, კვლავ დაბრუნდეს იქიდან, თუ ცოლი არ დამთანხმდება ჩემთან წამოსვლას, როგორც შენ მიმბრძანე? რას პასუხობს მართალი? არ თანხმდება ამაზე და ეუბნება: „ეკრძალე თავსა შენსა, ნუ მიაქცევ ძესა ჩემსა მუნ" (). არც იქნება საჭირო, ამბობს, რადგან ის, ვინც აღთქმა მომცა და ისაკის თესლის ასეთ სიმრავლეზე გამრავლების პირობა დადო, ამ საქმეშიც წარმატებას მოგანიჭებს. მაშ, „ნუ მიაქცევ ძესა ჩემსა მუნ. უფალმან ღმერთმან ცისამან და ღმერთმან ქუეყანისამან" (). შეხედე, როგორც ადრე მამამთავარი, მონას აფიცებდა რა, ყოვლის შემოქმედზე ასწავლიდა, ასევე ახლა, სავედრებელ სულს გამოხატავს რა, იმავე სიტყვებს იმეორებს — და, ამგვარად, მონას ასწავლის, ღვთის მტკიცე სასოებით გაემგზავროს და საქმის კეთილ დასრულებაში იყოს დარწმუნებული. მას ჩაუნერგავს, რა დიდი ღვთიური კეთილგანწყობით სარგებლობდა თავიდანვე, და, რომ ის, ვინც სამშობლოდან გამოიწვია და აქამდე ასე წარმართა მისი საქმეები, და თვით სიბერეშიც ძე ისაკი უბოძა — ის მას წინამდებარე საქმეშიც წარუმართავს. **„უფალმან ღმერთმან ცისამან და ქუეყანისამან, — ამბობს, — რომელმ...

სრულად ნახვა